ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება

access_time2020-03-30 11:56:23

კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID 19-ის წინააღმდეგ. მაშინ როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კომპანიების ნაწილი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათ შორისაა „ფავორიტი სტილი“, რომელმაც შეძლო თავისი წარმოების მიმართულების შეცვლა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება.


ნიღბების წარმოების მიმართულებით კომპანია პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 3 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი.




აღსანიშნავია, რომ ნიღბების შემუშავებიდან 10 დღეში, კორპორაცია ‘ფორდმაც’ გამოაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია. ეს ‘ფავორიტი სტილის’ გუნდისთვის საამაყო ინფორმაციაა.


„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადეების და დამცავი ნიღბების შექმნილი დეფიციტის გამო, გაჩნდა მსგავსი ნიღბების წარმოების იდეა, რომელიც დაიცავდა კონტაქტის დროს თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. ამ პირობებში იმის მაგივრად, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ახლა არააქტუალურია დაგვეხურა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ, წარმოება გადავანაწილეთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეცვა“- აღნიშნავს ანა გობრონიძე, კომპანია „ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.



პროდუქტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ის მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება.


შეძენა შესაძლებელია „ფავორიტი სტილის“ არხების მეშვეობით. საკმარისია, დარეკოთ ნომერზე: 032 2950011. ასევე შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე მიწოდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან.
მალე პროდუქცია მათ თაროებზეც გამოჩნდება.




კომპანიის შესახებ:


ფავორიტი სტილი და კოლორ ჯგუფი: წამყვანი საწარმოებია ქართულ ბაზარზე, რასაც მუშაობის მასშტაბი, 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა უზრუნველყოფს.


საწარმოები მუშაობენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის შემდეგი მიმართულებებით: შეფუთვები, ეტიკეტები, წიგნი და პრესა, სარეკლამო პროდუქცია (მათ შორის გარე რეკლამების კონსტრუქციების წარმოება).




(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up