ექსკლუზივი: ვინ არის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართველი მილიონერი, წარმატებული ბიზნესმენი და დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი?

ექსკლუზივი: ვინ არის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართველი მილიონერი, წარმატებული ბიზნესმენი და დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი?

access_time2020-09-16 10:00:44

16 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ ბიზნესში, თბილისში ცნობილი რესტორნებისა და სასტუმრო „მონოგრაფის“ მფლობელი,  ბიზნესმენი, რომლის სახელიც უმეტესობამ სულ ცოტა ხნის წინ გაიგო პირველად ახლა  უკვე ახალციხე, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი „კომერსანტთან“ მმართველი გუნდის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყანაში ბიზნესგარემოზე, ფარმაცევტულ ბაზარსა და ბოლო მოწვევის პარლამენტის საქმიანობაზე საუბრობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საზოგადოებისთვის ერთერთ ყველაზე ნაკლებად ცნობილ ბიზნესმენთან ანტონ ობოლაშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსის ამპლუაში მოგვევლინა:


- ბატონო ანტონ, მაჟორიტარობის კანდიდატობამდე იყავით ბიზნესმენი, ხართ ფარმაცევტულ, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშიც კი. თუმცა  მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მედიაში ფაქტობრივად არ ჩნდებოდით.  ახლა კი „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახე ხართ, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?


2004 წელს გავხსენი ფარმაცევტული კომპანია „გლობალფარმი“, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტს და დღემდე ვარ დირექტორი.  ჩემი ძირითადი სფერო ფარმაცევტული საქმიანობა იყო, თუმცა შემდგომში მოხდა ბიზნესის დივერსიფიცირება და წავედით სარესტორნო მიმართულებთ. ბოლოს გავხსენით სასტუმრო „მონოგრაფი“ და რესტორანი „სომინი“.  ჩემი მეუღლეც ბიზნესსფეროშია ესთეტიკური ცენტრისა და სილამაზის სალონების მიმართულებით.


აქამდე დიდად არ ვჩნდებოდით, მაგრამ არა შეგნებულად.  პოლიტიკურ ასპარეზში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმამ გამოიწვია მეტი ინტერესი საზოგადოების მხრიდან. ჩემი  პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება კი უკავშირდება იმას, რომ  ნებისმირი ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს.   როცა მმართველი პარტიისგან მივიღე შემოთავაზება, მაშინვე დავთანხმდი, რადგან აუცილებელია საქმიანობაში შეცვალო შენი ყოველდღიურობა.  გამომდინარე იქიდან, რომ დაბადებული ვარ სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს კარგად ვიცნობ. ვიცი ჩემი რეგიონი, ვიცი რა სჭირდება მას და რა უნდა გავაკეთო, ეს ნამდვილად დიდი და წინგადგმული ნაბიჯია ჩემთვის და რეგიონისთვისაც.


როგორ აპირებს წარმატებული ბიზნესმენი და დამწყები პოლიტიკოსი ანტონ ობოლაშვილი დაეხმაროს  თავის მხარეს?


ნამდვილად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძვრებია განსახორციელებელი ამ მხარეში, რადგან ძალიან დიდი პოტენცილი აქვს ამ რეგიონს ტურიზმის დ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მაქვს გეგმები, როგორ უნდა განვავითაროთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკურორტო-ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარება გამოიწვევს მეტი ადამიანის დასაქმებას. ასპინძაში  სოფლის მეურნეობაში, საუკეთესო პირობებია.  რაც შეეხება ტურიზმს, ასპინძაში ვიზიტორებისთვის ნამდვილი სამოთხეა, აქ ნებისმიერი სოფელი ფაქტობრივად მუზეუმია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ადიგენის მუნიციპალიტეტი, სადაც მე გავიზარდე უნიკალურია თავისი კულტურით,  მესხური სამზარეულოთი. ისტორიული ძეგლები კი განახლებას საჭიროებს. აბასთუმანში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გოდერძის უღლტეხილისკენ მიმავალი გზის დაგება იწყება,  ეს ყველაფერი გააღვძებს ტურიზმს.


რას ჰპირდებით ადგილობრივებს, თქვენი აზრით, მიაღწევთ ისეთ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, რომ სამცხე -ჯავახეთის რეგიონში სიღარიბის პრობლემა აღარ იყოს? 


ვხედავ, რომ ჩემს რეგიონს სჭირდება მეტი წვდომა სხვადასხვა ეკონომიკურ პროგრამებზე, მეტი საწარმო უნდა გაიხსნას,  მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს. რასაც ვუყურებ, იკვეთება, რომ არ აქვთ ინფორმაცია ამ ყველაფერზე, ან იციან, მაგრამ ჰგონიათ შეუძლებლი. მაჟორიტარის მთავარი ფუნქციაა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ეკონომიკურ პროგრამებზე, საწარმოების გახსნა შეეძლოს და მეტი დასაქმებული იყოს. დღეის მდგომრეობით, უკვე 98 სოფელი მაქვს მოვლილი და ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში უმთავრესი პრობლემები არის ერთმანეთის მსგავსი. სამწუხაროდ, კიდევ რჩება პრობლემები, როგორებიცაა სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა. ძალიან ბევრი რამეა კიდევ გასაკეთებელი.


დღეს მოქმედი პარლამენტი მოვიდა სლოგანით: „თავისუფლება, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“. თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვის შესრულდა ეს დანაპირები?  


მე, როგორც ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანი ვხდავ, რომ დღეს  ბიზნესი დაცულია, სიტყვის თავისუფლება არსებობს და ბიზნესს კანონის ფარგლებში შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა,  საგადასახადო სისტემა იხვეწება და არ არის ზეწოლა. ქვეყანა არის პატარა და ჩვენი ბაზარიც არის პატარა, თუმცა არსებული ყველა პირობაა იმ მიზნებს მისაღწევად, რაც გვჭირდება.


იყო უამრავი რეფორმა ჯანდაცვაში - C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც 66 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ეს არის უძვირესი მკურნალობა, რაც  პაციენტებმა მიიღეს სრულიად უფასოდ. განათლებას მეტი ყურადღება ექცეოდა. რამდენიმე დღის წინ, გვქონდა შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში პედაგოგებთან...


..პედაგოგების შრომა დღეს დაფასებულია?



ჩვენი მუშაობის ფარგლებში მეტი უნდა გავაკეთოთ. სამუშაო კიდევ არის,  პედაგოგი არის ადამიანი, რომელიც გვიზრდის მომავალს და მეტი ყურადღებაა საჭირო.


რა შეცდომები დაუშვა ან ვერ განახორციელა ბოლო ორი მოწვევის პარლამენტმა და თქვენ რა ინიციატივებით მოდიხართ?


მოსახლეობასთან შეხვედებს ვასრულებ ხოლმე ერთი მოწოდებით, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს უფრო მეტი და ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში. როცა თანამოაზრენი მეტნი ვიქნებით, მთლ დროს მოვახმართ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომ მართლაც გვქონდეს სწრაფი განვითრება. სამწუხაროდ, ყველა  ვხედავდით, როცა წინა პარლამენტში მუშაობის ნაცვლად დეპუტატები ერთმანეთთან არასახარბიელო დისკუსიაში შედიოდნენ. რაც მეტნი ვიქნებით თანამოაზრეები, მეტად გამოვა ეფექტური გადაწყვეტილებები და ქვეყანაც უფრო სწრაფად განვითარდება.


ფარმაცევტული ბაზარი


-თქვენი ძირითადი საქმიანობა ბიზნესში ფარმაცევტული სფეროა, წლების მანძილზე წამლების ფასი და ხარისხი მუდმივად პრობლემურია და ყველას აწუხებს, რატომ არის დღეს მედიკამენტის ფასი ასეთი მაღალი?


მედიკმენტის შემოტანა ასე მარტივი არ არის. მედიკამენტი არის ის პროდუქტი, რომელსაც სჭირდება რეგისტრაცია როგორც ეროვნული, ასევე აღიარებითი რეჟიმით. აღიარებითი რეჟიმით წამლების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში ხდება მხოლოდ მაღალი სანდოობის ქვეყნებდან.  ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია კი მთელ საფეხურებს გადის და რეგისტრირდება ის, რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. თუ მედიკამენტი არ არის ხარიხიანი, მას არ არეგისტრირებს ჯანდაცვის სამინისტრო.


მეც მესმის ხშირად, რომ მწარმოებელი ქვეყანა ჩვენი ქვეყნისთვის სხვა ხარისხის მედიკამენტს უშვებს და ასე შემდეგ, რაც არის სრული აბსურდი. მწარმოებელი უშვებს ერთიდაიგივე ხარისხის მედიკამენტს. ვიღაცას ჰგონია, რომ ევროპაში ნაყიდი მედიკამენტი უფრო მოარჩენს, ვიდრე აქ ნაყიდი.  აბსურდია, ყველა მედიკამენტს აქვს წარმოების ციკლი და ყველა სტანდარტი დაცულია. ყველა პროდუქტს აქვს თავისი ფასი და ის მოსაზება, რომ მედიკამენტებში არის უდიდესი მოგებები, არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს ფასრმაცევტული ბაზარი მუშაობს მინიმალურ მოგებაზე და რაც შეეხება ხარისხს, რაც კი რეგისტრირებულია ყველა პრეპარატი არის მაღალი ხარისხის.


რომელიმე ფარმაცევტულ ქსელს თუ ფლობთ? როგორც ვიცით „ფარმ სახლიც“ თქვენი აფთიაქების ქსელია?


არა,“ფარმ სახლი“ ჩემი არ არის , ადრე გვქონდა „სააფთიაქო სახლი“, რომელიც 11 საცალო აფთიაქით იყო წარმოდგენილი, თუმცა მერე დავხურეთ ეს მიმართულება და მთლიანად მედიკამენტების იმპორტზე გადავედით.


მედიკამენტების ცნობილ საწარმო „ბატფარმაზეც“ გკითხავთ, როგორც ვიცი ახლა სხვა სახელით აწარმოებს. „ბატფარმა“ შუა აზიაში ახდენდა წამლების ექსპორტს, მათ შორის ამბობდნენ, რომ ფსიქოტროპული საშუალებების წარმოებაც ხდებოდა, ახლა  ხდება წარმოება და ექსპორტი?


„ბატფარმა“ ჩემს ძმას გელა ობოლაშვილს ეკუთვნის. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ვიცი, რომ ახლა „ბიოპოლუსი“ ჰქვია. ვიცი რომ აწარმოებს წამლებს, მაგრამ რას და როგორ ვერ გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს.


სასტუმრო და რესტორნები


-თქვენს საკუთრებაშია ქალაქში ცნობილი რესტორნები „ქართული სახლი“ და „ქალაქი“, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიხურა, მოგვიყევით, რატომ? ჩვენი ინფორმაციით გარკვეული უთანხმოება იყო მეწილეებს შორის?


რესტორანი „ქალაქი“ პირადად ჩემი არ არის, თუმცა ჩემი მეგობრები და პარტნიორები არიან იქაც, მაგრამ არავითარ უთანხმოებაზე არ მსმენია.  „ქართული სახლი“ კი ჩვენი რესტორანია, რომელიც ახლა პანდემიის გამო დახურულია, რადგან შემცირდა ბრუნვა და როგორც ბიზნესი, თავს ვეღარ ინახავდა. ჩვენ 2013 წელს გავხსენით ეს რესტორანი და საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე და არავითარი გაურკვევლობა არ ყოფილა, პირიქით, კარგ მეგობრებად ჩამოვყალიბდით.
სარესტორნო მიმართულებით, მომავალში განვითარებას ვაპირებთ. ჩემი დეპუტატობის შემთხვევაში, ბიზნეს მიმართულებას გადავცემ ჩემს გუნდს.


„ვაკის საცურაო აუზის“ მართვაში ამჟამად თქვენ ხართ ჩართული თუ თქვენი ძმა? როგორც მახსოვს, თქვენ შეიძინეთ და რადიკალური ცვლილებებიც უნდა ყოფილიყო, სიახლეები და ა.შ...


ვაკის აუზი ჩემი ძმის იყო, ჩემი არ არის,  ერთერთი მეწილე იყო უფრო სწორედ, მერე თითქოს გამოვიდა ამ საქმიდან და გაყიდა თავისი წილი, ზუსტად ვერ გეტყვით, მას უნდა ჰკითხოთ.

 

რამდენიმე თვის წინ, თავისუფლებაზე გაიხსნა თქვენი სასტუმრო „მონოგრაფი“,  აპირებთ თუ არა ამ ბრენდის სხვა სასტუმროების გახსნასაც?


„მონოგრაფი“ და იქვე ქართული რესტორანი „სომინი“ ცოტა ხნის წინ გავხსენით. „სომინი“ ბევრს უცხოური სიტყვა ჰგონია, მაგრამ მომდინარეობს მესხური სიტყვიდან - ასე უწოდებენ ქვის თონეში ტრადიციული მეთოდით გამომცხვარ მესხურ პურს. ამ რესტორნის მეშვეობით, მეტი წვლილი გვინდა შევიტანოთ მესხური სამზარეულოს პოპულარიზაციაში.


რა თქმა უნდა ამაზე არ შევჩერდებით და მალე უნდა ველოდოთ შემდეგი „მონოგრაფების“ გახსნას  სხვადასხვა  ქალაქებში. პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით განვავითარებთ სასტუმროების ქსელს, ხოლო შემდგომში ვიფიქრებთ საზღვარგარეთაც.  „მონოგრაფი“ არის ქართული ბრენდი, სრულიად ქართული ინვესტიციით და ბოლო დროს მთელი ქვეყნის ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.   ველოდებით ახალ „მონოგრაფებს“, მთავარია პანდემია დავამარცხოთ, ტურისტი შემოვიდეს.  კი, არის შიდა ტურიზმის სტიმულირება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სწრაფი განვითარებისთვის.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up