ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება

ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება

access_time2016-01-22 14:42:03

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზდენტმა ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის ფარგლებში, ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?“  პრეზენტაციაც მოეწყო.

 

პროექტი მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა. 

 

25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის „რა გაწუხებთ?“ შესახებ ისაუბრა, რომელიც სწორედ,  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა. 

 


„ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს სრულყოფისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გამოწვევა ჯერ კიდევ,  ბევრია. ჩვენი სოციალური ინიციატივა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნას ითვალისწინებს. ფაქტია, რომ დღეს არსებული საშუალებები საკმარისი არ არის მოსახლეობის საჭიროებების სრულყოფილი დადგენისთვის, ვერ ფარავს იმ სამიზნე ჯგუფებს, რომელთა მოსაზრებებიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი მოქალაქის აზრი არ დაიკარგოს და თავი მოიყაროს იმ რესურსებზე, საიდანაც მარტივად შევძლებთ დავაფიქსიროთ და შემდეგში ეფექტიანად ვუპასუხოთ მოსახლეობის მოთხოვნებს, შევცვალოთ და შევასწოროთ ჩვენი გეგმები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. მსოფლიოში არ არსებობს ჯანდაცვის იდეალური სისტემა. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და საინტერესო პრაქტიკები, რომელთაც ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გლობალური ალიანსი გვიზიარებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებების გაგება. ამიტომაც დავუჭირეთ მხარი ალიანსის შემოთავაზებას ერთობლივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხში“, -  აღნიშნა დავით სერგეენკომ

 

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის ჟან ელი მალკინის აზრით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროში, როგორია მისი მოლოდინები და სურვილები.  

 

„რა გაწუხებთ?“ სოციალური ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას უპასუხოს მთელ რიგ აქტუალურ კითხვებს, მაგალითად: რამდენს ხარჯავს იგი თვეში ჯანდაცვის მიმართულებით, რამდენის დახარჯვა მიაჩნია ოპტიმალურად, კმაყოფილია თუ არა მედიკამენტების, დიაგნოსტირებისა თუ მომსახურების ხარისხით, ფასით და ა. შ. გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და  არსებული პრობლემების მოგვარების  უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს“, - განაცხადა  ჟან ელი მალკინმა. 

 

„რა გაწუხებთ?“ ინიციატივის კითხვარზე პასუხის გაცემა შეიძლება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ, ასევე სპეციალურ ვებ გვერდზე www.1505.ge. კითხვარის შევსება ასევე შესაძლებელია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებრივ მისაღებში, ჯანდაცვის რეგიონალურ და სასწრაფო დამარების ცენტრებში, სოციალური სააგენტოს მომსახურების ცენტრებში. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

 

2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს“ შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს,   ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. 

 

გლობალური ალიანსისა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის,  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია.  ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება  მთავრობის  გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაგრძელდა.

 



ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

სოხუმური დეჟავიუ

სოხუმური დეჟავიუ
access_time2020-01-18 20:00:11
  აფხაზეთში ისევ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე. ხელისუფლება ისევ იცვლება, თუმცა, ქვეყნის პრობლემები არ წყდება.   თვეების მანძილზე ოპოზიციის ათასობით მომხრე ითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას 2019 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მასობრივი გაყალბების გამო. სტიქიური მიტინგები გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში - მეამბოხეები შევარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და დაიკავეს პარლამენტი.   უკმაყოფილების ტალღის პროვოცირება...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...


მსგავსი სიახლეები

up