„საქსტატის“  მიერ მშენებლობის ხარჯების დათვლის  დადებითი და სახიფათო მხარეები

„საქსტატის“ მიერ მშენებლობის ხარჯების დათვლის დადებითი და სახიფათო მხარეები

access_time2018-05-04 10:30:46

ივნისიდან  „საქსტატი“ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ხარჯების დათვლას და მის კვარტალურად გამოქვეყნებას იწყებს.


როგორც  „საქსტატის“  ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი  გიორგი თეთრაული  „კომერსანტთან“ განმარტავს,  აღნიშნული ინდექსის საშუალებით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ მშენებლობის ხარჯები დროში როგორ იცვლება.

თეთრაულის  განცხადებით, ხარჯების სტრუქტურის დამუშავება 5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით მოხდება:

1. სამშენებლო მასალების ფასები

 2 ხელფასები

 3. მანქანა დანადგარების ფასები

 4. ტრანსპორტირების, წყალმომარაგების და გაზის დანახარჯები

 5. სხვა ხარჯები. 


„საქსტატის“  ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის თქმით, ასეთი სტატისტიკის არსებობა სასარგებლო იქნება, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და შიდა მოხმარებისთვის. მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე მშენებლობის ინდექსი  მაღალი და დაბალი სეგმენტისთვის ერთნაირი იქნება.


დეველოპერების წარმომადგენლები კომერსანტთან საუბარში „საქსტატის“  ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს მაინც ხედავენ. 


დეველოპერული კომპანია GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ „საქსტატის“  ეს ინიციტაივა კარგია, თუმცა, შესაძლოა, ამან მაღალ სეგმენტში მომუშავე დეველოპერულ კომპანიებს პრობლემა შეუქმნას.


„გარეუბანში მშენებლობა იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრალურ უბნებში. ამ ინდექსის დადგენის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ის, თუ რა სეგმენტში შენდება ბინა. ქალაქში ერთიან ინდექსს ვერ შეინარჩუნებ. შეიძლება გლდანში კვადრატული მეტრი 160 დოლარი დადჯეს, ხოლო ვაკეში - 250 დოლარი,“  აღნიშნავს წაქაძე.


მისი თქმით, ეს დაბალი სეგმენტისთვის კარგი იქნება. თუმცა, მაღალი სეგმენტის ადგილებში ბიზნესმენებს დასამტკციებელი ექნებათ, რომ არ ჯდება ის ინდექსი, რაც „საქსტატმა“  დათვალა.


„გლდანში როდესაც შენდება  შენობა, იქ  ბლოკში აძლევენ 1.25 ლარს, მე ვაშენებ სახლს ცენტრალურ უბანში, რომელშიც ვაძლევ 2.80 ლარს.  როგორ შეიძლება ამათი ინდექსი  ერთნაირი იყოს? ის ბლოკი უხარისხო არ არის, ის არის ჩვეულებრივი ბლოკი, ჩემი კი არის დათბუნებული. ფასიც აქედან გამომდინარე მაღალია. კარგი იქნება თუ ეს კოეფიციენტები დიფერენცირებული იქნება,“ აცხადებს წაქაძე.


 

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურის აზრით, აღნიშნული ინფორმაციის არსებობა დადებითია, თუმცა მის გარეშეც სექტორში ოპერირება უპრობლემოდ იყო შესაძლებელი.


 „ეს არის იმისთვის, ვისაც ეს აინტერესებს. უძრავი ქონების მიმართულებით ძალიან ბევრი აკეთებს ანგარიშებს და ეს ინფორმაცია, ალბათ, უფრო მათთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩემი აზრით, მას განსაკუთრებული ეფექტი სავარაუდოდ არ ექნება, “ ასეთია კუნელაურის მოსაზრება.


 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up