თებერვალში ტრადიციული ინგლისური საუზმის ღირებულება გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 22%-ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 35 გირვანქა სტერლინგს (43$). ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, ძეხვის, ბეკონის, კვერცხის, პურის, კარაქის, პომიდვრის, სოკოს, რძის, ჩაისა და ყავის ფასები, წლის განმავლობაში, 6 გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და 35,1 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამასთან, ფასების ზრდის ტემპმა ზედიზედ მეორე თვეა 20%-ს გადააჭარბა.
ტრადიციული ინგლისური საუზმის ყველა კომპონენტი ყოველწლიურად 43%-ით გაიზარდა, რძე 43%-ით და პური და კვერცხი 33%-ით.
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად პურის (6,9%-ით), პომიდვრისა (6,4%-ით) და ძეხვეულის (6,3%-ით) ფასი გაიზარდა. საუზმის ყველა კომპონენტიდან მხოლოდ ყავა გაძვირდა - 7,3%-ით.
ბოსტნეულის დეფიციტის ფონზე, ბრიტანეთში მთლიანი ინფლაცია თებერვალში 10,4%-მდე გაიზარდა, წინა თვის 10,1%-დან. ეს მოულოდნელი შედეგია ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდის შენელებას 10%-ზე ქვემოთ პროგნოზირებდნენ.