ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.
ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს 15 თებერვალს გადახედავენ. ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება.
ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ სკოლებს გახსნის შესახებ, სულ მცირე, ორი კვირით ადრე შეატყობინებენ, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცესი მარტამდე არ დაიწყება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 647 463 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 97 939 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
imedinews.ge