ინგლისში 20 -დან საშუალოდ 1 ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლებში ჯერ კიდევ არ დადის, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბავშვთა კომისარმა ენ ლონგფილდმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებულ სამეფოში სკოლები სექტემბერში გაიხსნა და იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კოვიდ 19-ის შემთხვევების გამო შინ გაუშვეს, მცირეა, თუმცა, ბევრია იმ განსაკუთრებული საჭიროებებისა და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვების რიცხვი, რომლებიც ინფიცირების შიშის გამო სკოლებში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან.
ენ ლონგფილდმა მშობლებსა და სკოლებს მოუწოდა, „ნერვები მოთოკონ" და მოსწავლეების სკოლაში გაგზავნა განაგრძონ.
IPN.GE