ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ზოგიერთმა ქარხანამ მასალის მიწოდება შეაფერხა–მიზეზი კორონავირუსია

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ზოგიერთმა ქარხანამ მასალის მიწოდება შეაფერხა–მიზეზი კორონავირუსია

access_time2020-03-20 18:00:34

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემას სახელმწიფომ ხელი მოთხოვნის სტიმულირებით უნდა შეუწყოს.ამაზე, როგორც მთავრობის წარმომადგენლები ასევე ექსპერტებიც თანხმდებიან.იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, საჭიროა  გაზარდოს დანახარჯები, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც  ეკონომიკას სტიმულირებას მისცე.


იმის  მიუხედავად, რომ მთავრობამ პირველადი საჭიროების დაწესებულებების გარდა,  ყველას სამუშაო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა, შეუფერხებლად გრძელდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა.


ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ  მცირედი შეფერხებაა ქარხნების მხრიდან, საიდანაც იღებენ მშენებლობისთვის საჭირო მასალებს.  


„დღეს დილიდან გარკვეული შეფერხება გვაქვს მასალებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მესიჯი მთავრობისგან არ ყოფილა, ვგულისხმობ ქარხნების მიერ მასალის მოწოდებას, არა მხოლოდ საცალო, არამედ რითეილ კომპანიებიც უარს აცხადებენ საჭირო მასალის მოწოდებაზე.  ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუ რომელია ეს ქარხნები,თუმცა მოწოდების შეფერხებას უსაფრთხოებით ხსნიან. ჩვენც ველოდებით განმარტებას, მთავრობის მხრიდანაც თუ რა გახდა ამ შეფერხების მთავარი მიზეზი, რადგან ეს ხვალ და ზეგ სამუშაო პროცესს გააჩერებს.“-ამბობს ანა საბახტარაშვილი.



როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ქარხნების მხრიდან შექმნილი მცირედი შეფერხების გარდა სხვა პრობლემა სექტორში არ არსებობს. ამ ეტაპზე ყურადღება თანამშრომლების როგორც უსაფრთხოებას და გარემოს დეზინფექციას, ასევე მათი  ხელფასების დროულად ანაზღაურებას ექცევა.


„მთავრობისგან მივიღეთ მესიჯი და ჩარიცხვებზე არანაირი შეფერხება არ იქნება, თუმცა  წინასწარ რთულია რაიმეს თქმა რადგან ყოველ წუთს იცვლება მდგომარეობა. პროეექტები უნდა გაგრძელდეს და ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ როგორც ინფრასტრუქურის მინისტრთან ასევე პრემიერთან. იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ გარკვეულ ობიექტებზე თავად მუშები, საკუთარი ნებით, არ დადიან, თუმცა ეს მაინც არ აფერხებს სამუშაო პროცესს,“-ამბობს ანა საბახტარაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციიების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილა, რომლის გათვალისწინება ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას უშუალოდ ობიექტებზე უნდა მოხდეს.


მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორითვის გაცნობის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე იმავე დღეს „ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებსაც შეხვდა.


ვინაიდან ინფრატსრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მეტიც, იწყება არაერთი ახალი პროექტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობას, სამინისტროსთან ერთად, „ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაცაც“ უზრუნველყოფს.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up