factcheck - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა

factcheck - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა

access_time2019-09-20 15:45:52


რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შეუსრულებლობა კი არა, გადაჭარბებით შესრულება აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.



 მამუკა ბახტაძე კი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას აცხადებდა, რომ  “წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, 100%-ზე მეტად ასრულებენ ამ დავალებას“.


 ყოფილი პრემიერის ეს მოსაზრება  factcheck.ge-მ შეისწავლა და დაადგინა, რომ ბახტაძის განცხადება მეტწილად მცდარია.   
 


“ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრი 2019 წლის გეგმიურ მაჩვენებელს ადარებს 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს, რაც მართებული არ არის. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა, 2019 წლის გეგმიური მაჩვენებელი კვლავ დაკორექტირდეს. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს 10%-ით, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.


2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმური ხარჯები 1.8 მლრდ ლარი იყო, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაზუსტდა და 1.58 მლრდ ლარი შეადგინა. შედეგად 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა. დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, შარშან ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად კი აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად, ავანსის სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატური იყო.



2019 წლის პირველ ნახევარში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 100.1%-ით შესრულდა. ასევე, 100.4%-ით შესრულდა გეგმა 2017 წელს, სხვა წლებში კი ხარჯები გეგმას მუდმივად ჩამორჩებოდა. შესაბამისად, უახლოეს წარსულში, 6 თვის ათვისების გამოკვეთილი ტენდენცია არ არსებობს.


ანალიზი



2018 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 1.58 მლრდ ლარი იყო (დაზუსტებული), რაც მიმდინარე წლის დაფინანსებასთან (2 მლრდ) შედარებით, თითქმის 20%-ით ნაკლებია. 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალური მონაცემით 104.89%-ით შესრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში სამინისტროს ბიუჯეტი დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. დაზუსტება რომ არა, ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდებოდა. ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა.


გარდა ამისა, შარშან ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად კი აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა, ძირითადად, ავანსების სახით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისება პრობლემატური იყო. შესაბამისად, დაზუსტებული მაჩვენებლის შედარება 2019 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან, მართებული არ არის. 2019 წლის გეგმური მაჩვენებელი 2018 წლის გეგმურ მაჩვენებელს 10%-ით, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებელს, როგორც ზემოთ აღინიშნა 20%-ით აღემატება.



2019 წლის პირველ ნახევარში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 100.1%-ით შესრულდა. ასევე, 100.4%-ით შესრულდა გეგმა 2017 წლის პირველ 6 თვეში, სხვა წლებში კი 6 თვის ხარჯები გეგმას მუდმივად ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს წარსულში, ბიუჯეტის ათვისების გამოკვეთილი ტენდენცია არ არსებობს.


ისიც მნიშვნელოვანია, რომ 2012-2017 წლებში, მხოლოდ 2015 წლის გამოკლებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაზუსტებული ბიუჯეტი გეგმასთან მიმართებით იზრდებოდა, 2018 წელს კი ბიუჯეტი შემცირდა. სერიოზული ჩავარდნები არსებობდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2018 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი 823.8 მლნ ლარი იყო, დეკემბრის თვეში ბიუჯეტი დაზუსტდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე, მხოლოდ დეკემბერში მოხდა ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.



factcheck.ge






კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...


მსგავსი სიახლეები

up