ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შესაძლოა „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმა" დააფინანსოს

ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შესაძლოა „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმა" დააფინანსოს

person access_time2016-03-30 17:02:50

საქართველოს მთავრობა  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკიდან" დაფინანსების მიღების საკითხს განიხილავს.  


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დღეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს,  რამდენიმე დონორი აფინანსებს მათ შორის „მსოფლიო ბანკი", „აზიის განვითარების ბანკი", იაპონური „ჯაიკა“, „ევროპის საინვესტიციო ბანკი" და ასევე განიხილება „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი". მისივე თქმით, გზების დეპარტამენტმა უკვე წარადგინა მომავალი პროექტები,  სადაც არსებულ დონორებთან ერთად განიხილება სხვა შესაძლო ვარიანტები დაფინანსებით კუთხით. რაც შეეხება თავად პროექტებს, ესენია: ნატახტარი-ლარსის მიმართულება, თბილისის შემოვლითი გზა, ბათუმი-სარფის მიმართულება და სხვა. სეთურიძის თქმით, მას შემდეგ რაც „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკიდან" გამოყოფილი დაფინანსების და პირობების შესახებ ექნებათ ინფორმაცია მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, ბანკთან კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროს აქვს. მინისტრის მრჩევლის ინფორმაციითვე,  წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება, მათ შორისაა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, ხაშურის შემოვლითი გზა. ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე მეოთხე ფაზა დაიწყება და ზაფხულის სეზონამდე ქუთაისის შემოვლით აბაშის ტრასიდან სამტრედიამდე ჩქაროსნული მაგისტრალით იქნება შესაძლებელი ჩასვლა. სეთურიძის თქმით, ყველაფერი კეთდება , რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყოს. სეთურიძის განცხადებით  სულ პროექტების რაოდენობა 20-მდეა და ეს პროექტები 2020 წლამდე უნდა დასრულდება.



როგორც ვიუწყებოდით, რამდენიმე დღის წინ ჩინეთში „ბოაოს ეკონომიკური ფორუმის" შემდეგ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტმა, რომლის ერთერთი დამფუძნებელი საქართველოა, განაცხადა, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება შესაძლოა 2016 წლის მესამე კვარტალში დაიწყოს.


 ბანკის პრეზიდენტმა გასულ წელს, საქართველოს მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტებს დაიწყებს.



როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up