ინფრასტრუქტურული პროექტები დაჩქარდა, თუმცა ბიზნესი უფრო მაღალ ტემპებს ელოდება

ინფრასტრუქტურული პროექტები დაჩქარდა, თუმცა ბიზნესი უფრო მაღალ ტემპებს ელოდება

person access_time2016-06-09 11:33:24

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპმა ცოტათი მოიმატა, მაგრამ ეს ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაწყვიტოს – ასე  ეხმაურება ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპების დაჩქარების შესახებ. 



„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ იგივე თემაზე სხვა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში ხშირად მონაწილეობენ და იგებენ კიდეც მათ.


ამ თემაზე „კომერსანტთან“ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „კავკასავტომაგისტრალის" ხელმძღვანელმა მევლუდ დათაშვილმა, რომლის კომპანია სიღნაღი-წნორის გზების პერიოდულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მევლუდ დათაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტი ტენდერი გამოცხადდა, შესაბამისად, უფრო მეტიც კეთდება და რაც მთავარია, ბიზნესი თავისუფალია.


დათაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ ბიზნესი ხელისუფლებას ძალიან დიდ წნეხში ჰყავდა. „გვამუშავებდნენ და მერე ყველაფერს გვართმევდნენ. დაჭერილიც კი ვიყავი ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე. სანამ არ გადამახდევინეს, არ გამომიშვეს. წინა ხელისუფლება ბიზნესს აყაჩაღებდა, მათ შორის ჩვენც. ახლა სრული თავისუფლებაა,“ – აცხადებს დათაშვილი. 


„კომერსანტის“ შეკითხვაზე, რამდენად აისახა ბიზნესის წნეხისგან განთავისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპზე, „კავკასავტომაგისტრალის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ „შეიძლება სამუშაო იმდენი არ არის, რაც უნდა იყოს, შეიძლება ამაზე სწრაფადაც შეიძლება პროექტების გაკეთება, მაგრამ მთავარია ის, რომ ზეწოლები აღარ არის.“


დათაშვილი სფეროში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს სირთულეები მოგვარებადია. საუბარია, ბოლო დროს სექტორში გამოჩენილ ახალ, გამოუცდელ კომპანიებზე. როგორც დათაშვილი აღნიშნავს, ბაზარზე მომრავლდა ისეთი კომპანიები, რომლებსაც არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება და მომსახურების ფასებს ძალიან აგდებენ, რაც გამოცდილი და პროფესიონალი კომპანიებისთვის პრობლემებს ქმნის. „ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუარესებულია, თუმცა, ესეც მოგვარებადია, მთავარია, ბიზნესმენები თავისუფლები ვართ"-აცხადებს დათაშვილი.


მისი თქმით, შესაძლოა ვინმესთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი არ იყოს დამაკმაყოფილებელი, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება და ყველაფერი ერთბაშად და სწრაფად არ ხდება. 


„ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ მხრივ პრობლემები ვერ აღმოფხვრა, და ახლა ვიღაცას უნდა, ყველაფერი 1 წელში მოგვარდეს? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება დაჩქარდეს პროექტების განხორციელების ტემპები, თუმცა, არსებულიც სავსებით მისაღებია"-აცხადებს დათაშვილი.



ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებით კმაყოფილია კახეთში, გზის მშენებელი კომპანია „ბურჯი 21-ე"–ს ხელმძღვანელი მალხაზ გრძელიშვილიც. მისი თქმით, ამ ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უფრო მეტი ბიუჯეტია გამოყოფილი, შედეგად ცხადდება უფრო მეტი ტენდერი და უფრო მეტი პროექტიც ხორციელდება. ამ დადებით ცვლილებებს კი იმით ხსნის, რომ „ქვეყანა წინ მიდის“. რაც შეეხება მშენებლობის დასრულების ვადებს, გრძელიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია მშენებელზე და ხელშეკრულებაზე. ანუ, თუ კომპანია დათქმულ ვადებში პროექტს ვერ დაასრულებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მას ჯარიმებს აკისრებს.


კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც „კომერსანტი“ დაუკავშირდა, შპს „ლაგოდეხავტოგზაა". კომპანია ლაგოდეხში გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. მისი ხელმძღვანელი გია წიქარიშვილი ამბობს, რომ სფეროში ყველაფერი კარგად არის, ამიტომ კმაყოფილია როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლება. 


„ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპს გასულ წელს თუ შევადარებთ, გაზრდილია, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდს ვერ შევადარებ, რადგან არ ვიცი მაშინ რა ხდებოდა. ზოგადად, რომელი ხელისუფლებაც მოვა, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, დღედაღამ ვმუშაობთ, სამუშაოებს ვეძებთ, ტენდერებს ვიგებთ,"-აცხადებს წიქარიშვილი.

 

მცირე სამშენებლო კომპანიებისგან განსხვავებით, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტემპებისადმი პრეტენზიები უფრო დიდ კომპანიებს აქვთ. მათ შორისაა „კავკაზუს როუდ პროჯექტი“, რომლის ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე დარგში არსებულ მდგომარეობაზე მედიასთან ხშირად საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ მან „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „ტემპმა შეიძლება ცოტათი მოიმატა, მაგრამ ეს ტემპი ნამდვილად საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურული პრობლემები გადავწყვიტოთ.“

 

ტრაპაიძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტის რადიკალური ცვლილებების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. 

 

მიმდინარე თვის თებერვალში „კომერსანტთან“ პრობლემებზე ისაუბრა ჩინური კომპანიის „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" წარმომადგენელმა გურამ ვახტანგიშვილმა. ის ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დროში დაჩქარება შესაძლებელია. კერძოდ, დღეს დიდი დრო იხარჯება როგორც პროექტირებაში და მშენებლობაში, ისე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში.


ვახტანგიშვილის თქმით, შესაძლოა უცებ გამოცხადდეს ტენდერი, პროექტირებაც გაკეთდეს, თუმცა ზოგჯერ ტენდერის გამოცხადებიდან 2-3 თვე დოკუმენტაციის შესწავლას სჭირდება.

 


„ეს პრობლემა ძირითადად საკანონმდებლო ხარვეზია, თორემ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნამდვილად არის დაინტერესებული, რომ მალე დასრულდეს სამუშაოები. სატენდერო ხელშეკრულებები გადასახედია. ჩვენ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, ბათუმის შემოვლით გზას და თბილისის-რუსთავის გზას ვაშენებთ და სხვა ტიპის პრობლემები ხელისუფლებასთან არ გვქონია. თუ ეს დოკუმენტაცია შემჭიდროვებულ ვადებში მომზადდება, ყველაფერი ნორმალურად იქნება" - აცხადებდა ვახტანგიშვილი. დღეს კომპანიაში ინფრასტრუქტურის სფეროში არსებულ ვითარებაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. 

 

ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში არსებული პრობლემები წლების განმავლობაში ხელისუფლების ერთერთ ყველაზე სუსტ წერტილად რჩება. ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში ისაუბრა.



მაშინ პრემიერმა თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოადგენს გეგმას, რომელიც მკვეთრად დააჩქარებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ტენდერები ორეტაპიანი ხდება და მასში მცირე კომპანიების მონაწილეობისთვის მეტი შესაძლებლობა იქმნება. 



ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილ ტემპებზე საუბრობს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მის ღია წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი გაზრდილია და საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. 



ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში, სადაც 20 - მდე კომპანიაა გაერთიანებული და ინფრასტრუქტურის ტენდერების მონიტორინგს ახორციელებს, ამბობენ, რომ მხოლოდ შარშან 4500 ტენდერი გამოცხადდა სამშენებლო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  ჯამში 1 მილიარდი ლარის ღირებულების. მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2600 ტენდერია გამოცხადებული, რაც აჩვენებს ტენდენციას, რომ შესაძლებელია 1,5–ჯერ გაიზარდოს შესყიდვების წლევანდელი მონაცემები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოცხადებულ ტენდერებს შორის ყველა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჰესები და სხვა.



„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up