ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლოა, ინდექსაციის მოდელი ამოქმედდეს

ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლოა, ინდექსაციის მოდელი ამოქმედდეს

access_time2021-10-15 23:50:00

ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლოა, ინდექსაციის მოდელი ამოქმედდეს, რაც ნიშნავს, რომ თუკი სამშენებლო პროდუქციის ფასები შეიცვლება, მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებაც დაკორექტირდება. კერძო სექტორი საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აწარმოებს.


როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, საკითხი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც ბოლო პერიოდში კონტრაქტორ კომპანიებს სამშენებლო მასალების გაძვირების გამო პროექტების ღირებულება მკვეთრად გაეზარდათ. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი მოდელი არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და აღნიშნული სქემა ფასების კლების შემთხვევაში კონტრაქტების ღირებულების შემცირებასაც ითვალისწინებს.


“ვალუტის კურსის და ასევე საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება საკმაოდ ხშირია და ეს ყველაფერი საბოლოოდ სამშენებლო მასალების ღირებულებაზეც აისახება. უკვე არაერთი პროექტის მაგალითი გვაქვს, რომლის ღირებულებაც სწორედ პროდუქციის გაძვირების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა სწორედ ინდექსაციის მოდელის დანერგვაა. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, კონტრაქტების ღირებულება სწორედ ბაზარზე არსებული რეალობის მიხედვით შეიცვალოს“,- განაცხადა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა.



ინდექსაციის მოდელის პარალელურად, ინფრასტრუქტურული კომპანიები სამინისტროსთან 619-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხსაც განიხილავდნენ. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, კომპანიებს კურსთაშორისი სხვაობა უნდა ანაზღაურებოდათ. თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით, დადგენილებაში ჩადებული პირობების გამო კომპანიები შესაბამისი შეღავათით ვერ სარგებლობდნენ. როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, მხარეებს შორის ანაზღაურების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა და კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ დადგენილი შეღავათით სარგებლობას უახლოეს ხანებში შეძლებს.


businessformula.ge


თეგები:
ინდექსაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up