ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობა ფულს სესხულობს - საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდს აღწევს

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობა ფულს სესხულობს - საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდს აღწევს

access_time2019-05-27 09:00:44

საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდს აღწევს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


სახელმწიფო საგარეო ვალმა 2019 წლისთვის 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 45.8%-ია.


30 აპრილის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარია.


ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს საგარეო ვალი თითქმის 114%-ით გაიზარდა. როგორც მმრთველ გუნდში აცხადებენ, ფულს საქართველოს მთავრობა ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სესხულობს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა  2013 წლიდან დღემდე საგარო ვალი კონკრეტულად რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა, რომელი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აფინანსებს, რა თანხით და რა გაკეთდა იმ ფულით, რომელიც თითოეულმა გადამხდელმა წლების განმავლობაში უნდა გადავიხადოთ.




კომერსანტის“ მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ერთობლივი დაფინანსებით, 2013 წლიდან დღემდე 220 პროექტი განხორციელდა .


ამ ეტაპზე  გაგაცნობთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს: 


მიმდინარე პროექტები

 

თბილისის მეტროს რეაბილიტაცი - პროექტი 2018 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. ღირებულება 13 314 968 ლარია, აქედან დონორის (გამოთხოვილ ინფორმაციაში ორგანიზაცია დაკონკრეტებული არ არის) ორგანი წილი 1 192 852 ლარს შეადგენს. პროექტი 2020 წლის 13 ივნისს დასრულდება.

 

თბილისის მეტროს რეაბილიტაცია (კაბელების და აქსესუარების აპარატურის დიზაინი, მიწოდება და მონტაჟი) 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2020 ივნისში დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 27 581 537ლარია ხოლო დონორის წილი 2 342 949 ლარია.


თბილისი-რუსთავის - თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია II მონაკვეთი 2017 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ღირებულება 118 988 906 ლარია, დონორის წილი კი 65 973 820 ლარია. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი 2019 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო თუმცა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით პროექტი მიმდინარეს სტატუსი აქვს.


ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის მოწყობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 55 614 181 ლარია, დონორის წილი 29 333 630 ლარს შეადგენს.


 

2018 წლის თებერვალში ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო. ღირებულება 14 500 136 ლარია. დონორის წილი 3 426 181 ლარია. პროექტი 2019 წლის ივნისში დასრულდება.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - საჩხერისა და ჭორვილას წყალსადენის მოწყობაში 10 538 030 ლარი დაიხარჯება, დონორის წილი 7 304 661ლარია. პროექტი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2019 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დოკუმენტში ისევ მიმდინარეს სტატუსი აქვს.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში კონფლიქტის პირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა 2019 წლის აპრილში დაიყო და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 497 478 ლარია, დონორის წილი კი 194 8724 ლარს შეადგენს.

 

თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტს 2019 წელსაც მიმდინარეს სტატუსი აქვს. ღირებულება 12 389 553 ლარია ხოლო დონორის წილი 5 093 526 ლარია.


მუნიციპალური განვითარების ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლობით  დაიწყო ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 . პროქტი  2017 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ივლისში დასრულდება. ღირებულება 9 517 486 ლარია ხოლო დონორის წილი კი 4 196 762 ლარი.

 

მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტში  9 596 841 ლარი დაიხარჯება დონორის წილი 3 820 336 ლარი. პროექტი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

2019 წლის ივლისში დასრულდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო. ღირებულება 11 225 245 ხოლო დონორის წილი 3 188 664 ლარი.

 

 

დასრულებული პროექტები

 

 

თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელება და მეტროსადგური უნივერსიტეტის მშენებლობა 2015 წლის 20 ივნის დაიწყო და 2017 წლის 5 სექტემბერს დასრულდა. პროექტის ღირებულება 87 747 522 ლარია - დონორის წილი 71 388 485 ლარი.

 

2018 წლის  31 აგვისტოს დასრულდა ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი 2013წლის 24 ივლისს დაიწყო, ღირებულება 9 216 440 ლარი იყო, დონორის წილმა კი 8 788 042 ლარო შეადგინა.

 

თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია I და III სექცია. მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო 2016 წლის მაისში დასრულდა პროექტის ღირებულება 95 286 810 ლარი იყო, დონორის წილი 80 613 448 ლარი.

 

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები 2017 წლის ივლისში დაიწყო და 2018 წლის ოქტომბერში დასრულდა პროექტის ღირებულებამ 10 095 527 ლარი შეადგინა, დონორის წილმა კი 8 555 531ლარი.

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციაზე 25 180 822 ლარი დაიხარჯა. დონორის წილი 21 339 680 ლარი იყო. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

 

საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია  2015 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის დეკემბერში დასრულდა. ღირებულება 11 081 286 ლარი იყო, დონორის წილი 7 859 043 ლარი.

 

თელავში სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წლის მაისში დაიწყო 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. ღირებულება 9 657 711 დონორის მონაწილეობამ კი 6 793 136 ლარი შეადგინა.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ სამომავლოდ დაგეგმილია 83 პროექტი. პროექტების ღირებულება ჯამში 371 286 619 ლარია. საერთაშორისო ორგანიზაციების წილი კი 309 405 640 ლარია.




 ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების  რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი 2020 წლის მაისში დაიწყება, ღირებულება 20 000 000 ლარია, დონორის მიერ გადასახდელი თანხა 17 000 000 ლარს შეადგენს.

 

2019 წლის დეკემბერში დაიწყება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხის ცენტრის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულების 10 000 000 ლარიდან, დონორის მიერ დაფინანსდება  8 500 000 ლარი.

 

ზუგდიდში ოლიმპიური საცურაო აუზის რეაბილიტაცია 2019 წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტის ღირებულება 9 000 000 ლარია. დონორის თანხა 7 650 000 ლარს შეადგენს.

 

2020 წლის იანვრიდან დაიწყება თელავის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, ღირებულება 10 000 000 ლარია,  დონორის მიერ ფინანსდება 8 500 000 ლარი.

 

 

იგეგმება 181-ე და 43-ე თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/გამაგრება და ენერგო ეფექტური რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 10 907 255 ლარია და მას მთლიანად დონორი ორგანიზაცია აფინანსებს.

 

 ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის)  მშენებლობა იგეგმება. პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყება. მშენებლობის ღირებულება  25 000 000 ლარია. აქედან დონორი ორგანიზაცია აფინანდებს 21 186 440 ლარს.


ქუთაისში ასევე იგეგმება საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიწყება. პროექტის ღირებულება  10 000 000 ლარია, დონორის მიერ ფინანსდება  8 475 576 ლარი.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაფეტვრებიდან სოფელ ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტირება და სოფელ ლისი - სოფელ მუხაწყაროს დამაკავშირებელი ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია 2019 წლის აგვისტოში დაიწყება. პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია - დონორის 10 169 491 ლარი.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდინარე  აჭყვის კალაპოტის რეაბილიტაციაში 14 160 000 ლარი დაიხარჯება, დონორის მიერ გადასახდელი თანხა 12 000 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყება.

 

რუსთავში 2019 წლის სექტემბერში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ღირებულება  10 000 000 ლარია, აქედან დონორის  8 474 576 ლარია.

 

2020 წლის ნოემბერში დაიწყება ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი, რომლის ღირებულებაც 21 123 200 ლარს შეადგენს. დონორი ორგანიზაციის მიერ დაიფარება 16 898 560 ლარი.


2019 წლის ივნისში დაიწყება აბასთუმნის ურბანული განახლება. პროექტის ღირებულება 13 200 000 ლარია,  დონორის თანხა 10 560 000 ლარს შეადგენს.

 

 

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დაწყებული და განხორციელებული პროექტები, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტების ჯამური ღირებულება 889 523 562 ლარს შეადგენს.

 

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის აპრილში დასრულდა. სამუშაოს ღირებულება 26 501 601 ლარი იყო.

 

ანაკლიის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია  2013 წლის სექტემბერში დაიწყო 2015 წლის ივლისში დასრულდა, სამუშაოს ღირებულებამ 10 834 616 ლარი შეადგინა.

 

2013 წლის სექტემბერში დაიწყო ფოთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და  2016 წლის მაისში დასრულდა. სამუშაოს ღირებულება   24 150 968 ლარი იყო.

 

მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 21 956 496 ლარია.

 

2014 წლის დეკემბერში დაიწყო ანაკლიის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და 2019 წლის ივნისში დასრულდება, სამუშაოს ღირებულება  20 771 631 ლარს შეადგენს.

 

ურეკის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება   17 952 414 ლარია.

 

 

2014 წელს სექტემბერს დაიწყო ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა, პროექტი 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 67 419 482 ლარია.

 

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია - II  ფაზა 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 93 033 243 ლარია.

 

ზუგდიდში, სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა 2015 დეკემბერში დაიყო 2019 წლის ივლისში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება  94 135 806 ლარია.

 

კიდევ ერთი პროექტი რომელიც, ზუგდიდში ხორციელდება, წყალარინების ქსელების მშენებლობაა, რომელიც 2017 წლის თებერვალში დაიწყო, 2020 წლის თებერვალში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება  84 914 790 ლარს შეადგენს.

 

ჯვრის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის აპრილში, 2019 წლის დეკემბერში დასრულება. სამუშაოს ღირებულება 27 097 095 ლარია.

 

ჭიათურაში 2017 წლის ოქტომბერში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო, პროექტი 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 36 646 829 ლარია.

 

2018 წლის თებერვალში აბაშის გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2019 წლის ივნისში დასრულდება, სამუშაოს ღირებულება 12 192 711 ლარს შეასგენს.

 

2018 წლის იანვარში ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2020 წლის იანვარში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 42 369 454 ლარია.

 

წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო ფოთშიც, პროექტი 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2020 ივლისში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს.

 

2018 წლის თებერვალშივე ფოთში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2020 წლის თებერვალში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 44 684 016 ლარია.

 

2018 წლის დეკემბერში დაიწყო მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა და ბოლნისის წყალანირების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა . პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება. სამუშაოს ღირებულება 48 761 301 ლარია.

 

26 157 302 ლარი დაიხარჯება გუდაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობაში. პროექტი 2019 წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიერ დაწყებული და განხორციელებული 16 პროექტი, რომელთა ღირებულება 4 410 000 000 იაპონური იენი, 487 000 000 დოლარი და  965 837 000 ევროა.

 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია, გამოყოფილი თანხა 75 000 000 აშშ დოლარია.  სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების 2014 წლის ივლისში გაფორმდა. პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულდება.

 

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია, გამოყოფილი თანხა  ოდენობა 40 000 000 აშშ დოლარი.  სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების 2016 წლის მარტში. პროექტი 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი აფინანსებს. პროექტში 140 000 000 აშშ. დოლარი დაიხარჯება. სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2016 წლის თებერვალია, პროექტი დასრულდება 2023 წლის დეკემბერში.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება მოხდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დახმარებით. გამოყოფილი თანხა 16 900 000 ევროს შეადგენს.  სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2017 წლის დეკემბერია, ხოლო დასრულების თარიღად  2023 წლის დეკემბერი სახელდება.

 

საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფილი თანხა 30 000 000 ევრო სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2013 წლის დეკემბერი, პროექტი დასრულდება  2020 წლის დეკემბერში

 

აქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II - ის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 49 450 000 ევროთი მოხდება. სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2016 წლის დეკემბერია, პროექტი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ეს არის პროექტი, რომელშიც 250 000 000 ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკია. ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2016 წლის დეკემბერია, პროექტი დასრულების თარიღად  2022 წლის დეკემბერი სახელდება.

 

დამატებით 250 000 000 ევროს გამოყოფს საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია - B დაფინანსებაში ევროპის საინვესტიციო ბანკი.  ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში გაფორმდა. პროექტი 2022 წლის დეკემბერში დასრულდება  .

 

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 190 000 ევროთი აფინანსებს.  ხელშეკრულება  2017 წლის ივნისში  გაფორმდა. პროექტი 2023 წლის ივნისში დასრულდება.

 

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს 114 000 000 აშშ. დოლარით დააფინანსებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიც. ხელშეკრულების 2017 წლის ივნისში გაფორმდა, პროექტი კი 2023 წლის ივნისში დასრულდება.

 

აზიის განვითარების ბანკმა 255 297 000 ევრო  გამოყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების მიზნით. სასესხო/ფინანსური ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის ოქტომბერში პროექტი დასრულების თარიღად  2024 წელის ივნისი სახელდება.

 

აზიის განვითარების ბანკის მიერ 80 000 000 აშშ. დოლარია გამოყოფილი შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტზე. სასესხო/ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 2017 წლის ივნისია. პროექტი აგვისტოში 2021 წელი დასრულდება.

 

სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფილი თანხით ხორციელდება. თანხის ოდენობა  6 000 000 ევროა. პროექტი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ  გამოყოფილი 8 000 000 ქუვეითური დინარით განხორციელდება ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი. სასესხო/ფინანსური ხელშეკრულება 2017 წლის იანვარში გაფორმდა. პროექტი 2020 წლის დეკემბერში დასრულდება  .

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი II იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო მიერ გამოყოფილი 4 410 000 000 იაპონური იენით მოხდება. ხელშეკრულება 2016 წლის მარტში გაფორმდა. პროექტის დასრულების  თარიღად 2023 წლის ივნისი დასახელდა.


აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მიერ გამოყოფილი 38 000 000 აშშ. დოლარით განხორციელდება. ამავე პროექტისთვის  საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ გამოყოფილია 24 500 000 SDR. პროექტი 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.


 

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ დაწყებული და განხორციელებული 4 პროექტი, რომელთა ღირებულება ჯამში 87 მლნ ევროს შეადგენს.


 

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტში  20 მლნ. ევრო  დაიხარჯება. თანხა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელების თარიღი 2014-2022 წლებია.

 

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფილი თანხით ხორციელდება. ღირებულება 7 მლნ. ევროა. პროექტის 2015 წელს დაიწყო 2021 წელს დასრულდება.

 

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტში   30 მლნ. ევრო დაიხარჯება.  საფინანსო ორგანიზაცია  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკია. პროექტის განხორციელების თარიღი 2018-2023 წლებია.

 

30 მლნ. ევრო დაიხარჯება შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტში. თანხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელების თარიღად 2019-2025 წლები სახელდება.


ეს პროექტების მხოლოდ ნაწილია, ამ ეტაპზე დავასახელეთ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ის პროექტები, სადაც ვალი 10 მილიონ დოლარს აღემატება. კომერსანტი“ აგრძელებს მუშაობას და უფრო კონკრეტულად ინფორმაციას თითოეულ პროექტის მიმადნარებასთან დაკაგშირებით სიტემატურად შემოგთავაზებთ. 

 


ბაჩო ადამია




„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“
access_time2019-11-21 14:48:14
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს: „მოკლედ ეხლა ეკონომიკას ვერაფერს შველიან და ოცნება და მისი ხელისუფლება ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავს ხელს ამ ლარის კურსზე და ადრე მე რომ პრეტენზიებს ვუცხადებდი ესენი გადაფარებულები იყვნენ და ეხლა ჩემი დასაცვი გახდება ვატყობ. კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე...

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე
access_time2019-11-21 14:15:19
 „კურსზე,ფასებზე, ფულის მასასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მისი ბოლო ორი ხელმძღვანელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ლარის კურსი ძალიან ცუდ დღეშია და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ბიზნესს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა“ - იმპორტიორი  შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიებზე ლარის კურსის გავლენას აფასებს, როგორც მთავარ შემაფერხებელ ძალას ბიზნესის განვითარებისთვის. ლარის...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების  წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“
access_time2019-11-21 13:15:58
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება. სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან...

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს
access_time2019-11-21 13:03:16
Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში - კომპანია ბორუსან კატი მასშტაბურ ღონისძიებას მართავს თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართება 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა...

პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს
access_time2019-11-21 11:05:43
პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც...


მსგავსი სიახლეები

up