„ინფრასტრუქტურის ტემპი, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა“ - მინისტრი აღიარებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო წლებია გაუმართავად მუშაობს

„ინფრასტრუქტურის ტემპი, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა“ - მინისტრი აღიარებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო წლებია გაუმართავად მუშაობს

access_time2020-01-09 17:00:33

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდიდან მოყოლებული ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის, ნეპოტიზმის და არაპროფესიონალიზმის სათავედ იქცა. აღნიშნულს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება IFACt-ის კვლევაც ადასტურებს. მათი კვლევებიდან ირკვევა,რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს სამინისტრო ყველა შესაძლო გზით დააზიანა. მათი მმართველობის პერიოდში სამინისტრო კოლოსალური თანხების არაეფექტურ ხარჯვასთან, სამოხელეო დანაშაულებთან და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან ასოცირდება.


  • 2013-2018 წლებში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე 180 მილიონი ლარი დაიხარჯა.  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება IFACt-ის კვლევის მიხედვით, შესწავლილი 30 პროექტიდან 8 დასრულდა და არ მუშაობს, 16 თავიდანაა გასაკეთებელი, 6 პროექტი არ დასრულებულა.  კახეთის წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი 29, 3 მილიონი ლარი უშედეგოდ გაიხარჯა, კახეთს წყალი არ აქვს.  გურიის 3 სოფლის წყალმომარაგებაზე 4.5 მილიონი ლარი გაიხარჯა და დასრულებული არ არის. სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულები, პროექტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა შესწავლის პროცესში გამოვლენილი მთავარი პრობლემებია.


  • 2018 წელს რიკოთის გზის ორი მონაკვეთის, ხევი-უბისა და შორაპანი-არგვეთას, დაგეგმილი ბიუჯეტი 130 მლნ ლარი იყო. დაზუსტებული ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯმა საბოლოოდ 393 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 387 მილიონი გამარჯვებული კომპანიებისთვის ავანსად გადარიცხული თანხა იყო.  2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების უმეტესი ნაწილი საავანსო გადახდებს მოიცავდა, რომლებიც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოებისათვის  იყო გათვალისწინებული.


  • სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 1 მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, დეკემბერში გასაწევი ხარჯი 811 მილიონ ლარს შეადგენდა. აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება სახელდებოდა, დაფიქსირდა უხარისხო გზების დაგების ფაქტები.



ტენდენცია დღესაც აქტუალობას არ კარგავს და ამის ერთერთი შედეგი - განუვითარებელი ზამთრის კურორტებია.


ტაბულას ინფორმაციით, ინფრაქტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, გუდაურში წყალმომარაგება სრულად არის აღდგენილი და ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი. რაც შეეხება ბაკურიანს - მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილიდან დაიწყო ეტაპობრივად სასტუმროების წყალმომარაგება. ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ  დღის განმავლობაში სრულად აღდგება ბაკურიანის წყლით მომარაგება.


რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ინფრაქტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ მიზეზი გარემო და უნალექო ამინდებია. ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს შორის არის, აბონენტების მომატება.



„ობიექტური მიზეზი არის სამწუხაროდ გარემო, რომელიც გვაქვს და უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება რაც არის საჭირო სრულად , მთელი ამ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ბაკურიანში 2019 წლის პირობებში ჩვენ დაგვემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზეწოლა,  იმ წყალმომარაგებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგივე ვითარება გვაქვს გუდაურში, ამდენი იურიდიული პირი არ დაგვემატა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა „რედკოს“ დასახლებას და გარდა ამისა, „რედკოსაც“ და ბევრ სხვა ბიზნესს აქვს გეგმები 2020 წლისთვისაც. შესაბამისად, საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს, - ამბობს ცქიტიშვილი.


მინისტრის თქმითვე, ინფრაქტრუქტურის განვითარების ტემპი, სირთულისა და სპეციფიკურობის გამო, ვერ მიჰყვება ბიზნესის განვითარების ტემპს.


„სამწუხაროდ ამ განვითარების ტემპი, იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო სპეციფიკურია და რთულია, ბევრად უფრო მეტ დაფინანსებასა და პროცედურასთან არის დაკავშირებული, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სამწუხაროდ ვერ მიჰყვება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ბიზნესს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა“, - ამბობს მაია ცქიტიშვილი.


როგორც ცნობილია, კვირაზე მეტია საქართველოს მთის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემაა. გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებისა და მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up