ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

access_time2019-09-16 12:30:02

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა.


ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია მერიდიანი, საინვესტიციო ფონდი.“




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროში “კომერსანტს“ დაუდასტურეს, რომ რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმოადგინა ანაკლიის პოტენციური მთავარი ინვესტორის კანდიდატურა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ამერიკული „კონტი ჯგუფი“.


“ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს“.


ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცედურის მიხედვით მთავრობას აქვს 28 დღე ამ კომპანიის შესასწავლად და ამ ვადაში, უწყება კონსორციუმს დაუბრუნებს პასუხს რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის ეს კომპანია.


რაც შეეხება მამუკა ხაზარაიძის განცხადებას, რომ ვიცე პრემიერმა უცხოელი ინვესტორები “გააგდო“ ამ თქმაზე უწყება განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს. 



“ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია მერიდიანი, საინვესტიციო ფონდი, – განაცხადა ხაზარაძემ.


გარდა ამისა, ხაზარაძემ შედარებით შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა.


ფორმალურად, 15 ოქტომბრამდე გვაქვს დედლაინი, ვადა, სადაც უნდა წარვადგინოთ ბოლო საბუთი, ანუ ინვესტორის საბუთი. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ორი ინვესტორი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით – ერთი უზარმაზარი ინგლისური ფონდია და მეორე ამერიკული, ერთ–ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ–ერთი ჩვენი ჩინოვნიკის (მიერ).... უბრალოდ, არ ვიცი, თორემ აუცილებლად ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა (ვინაობა) და გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება – ერთი, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პომპეოს ეთერში გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის 40 მილიარდიანი ფონდი, შემდეგ, პომპეოს განცხადებიდან მეორე დღეს, როცა ბახტაძე იმყოფებოდა აშშ–ში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვითხრეს, რომ მწვანე შუქია, გაგრძელდა ეს პროცესი..


აგვისტოში უკვე ველოდებით უკანასკნელ დოკუმენტს, რომ დაამთავრეს შიდა აუდიტი, ყველაფერზე თითქმის მოვილაპარაკეთ და ისევ არის ნიშანი... აგვისტოში ვიღებთ ანალოგიურ კითხვას... უთხრეს, რომ გაჩერდით, – განაცხადა ხაზარაძემ.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გაჩერდა თუ არა ინვესტორი, ხაზარაძე პასუხობს – ისევ ველოდებით.



ბაჩო ადამია











მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up