ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონების გაზიფიცირების საკითხები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონების გაზიფიცირების საკითხები განიხილეს

access_time2018-10-11 18:20:35

ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. როგორც „კომერსანტს“ სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა, ყველა რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სემეკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გუბერნატორებს, თვითმმართველობებსა და სხვადასხვა სამინისტროს შორის მაკოორდინირებელ როლს ასრულებს.



დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატში გაიმართა. „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ობიექტის არსებული სტატუსისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დასრულებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, არ ხდება გაზის მიწოდება, მაგალითად - ლიცენზირების საკითხი სემეკში ან ქონების გადაცემის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გადის შესაბამის პროცედურებს. ჩვენი ჩართულობითა და ამ უწყებების კოორდინაციით მივაღწიეთ იმას, რომ ეს პროცესები და შესაბამისად, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, გუბერნატორებს ამ მიმართულებით, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up