ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მეწარმე სუბიექტებისთვის მიღებულ ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მეწარმე სუბიექტებისთვის მიღებულ ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ

access_time2019-12-05 18:40:46

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მეწარმე სუბიექტებისთვის მიღებულ ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდა მნიშვნელოვანი დაზუსტება მაღალმთიან დასახლებებში საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც კანონის შესაბამისად სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დამატებითი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ განაცხადა.

 

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ  მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში კი -  მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.


 

„ესაა მთის რეგიონების განვითარების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მდგრად განვითარებას, საქონლისა და მომსახურების ეფექტიან მიწოდებას, სამეწარმეო საქმიანობისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას. ეს დაზუსტება ხელს შეუწყობს მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისთვის“- აღნიშნა გიორგი დიდიძემ.

 





საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...


მსგავსი სიახლეები

up