ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორი კომპანია უჩივის

ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორი კომპანია უჩივის

access_time2018-11-14 16:29:06

კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორი კომპანია უჩივის. "ჯიარჯიმ" და "ენსისიმ" საჩივრები შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უკვე შეიტანეს. ორივე კომპანიის პრეტენზია იდენტურია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტენდერს ეხება. ერთი ტენდერი 43 მილიონიანია, მეორე კი 48 მილიონიანი და ისინი ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზეა გამოცხადებული. კომპანიების პრეტენზია, სატენდერო დოკუმენტაციის იმ ჩანაწერს ეხება, რომელიც მიმწოდებლის გამოცდილებას უკავშირდება. მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ სამინისტროს ისეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს, რასაც ადგილობრივი კომპანიები ვერ დააკმაყოფილებენ და ისინი უცხოურ კომპანიებზეა მორგებული.


"მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე რადგანაც ემსახურება რეზიდენტი კომპანიების ჩახსნას აღნიშნული ტენდერიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ კომპანიებს", - ნათქვამია სარჩელში.


ორივე კომპანია, მათი განცხადებით დისკრიმინაციული ჩანაწერის გაუქმებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრეტენზიით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე უჩივლა კიდევ ორმა კომპანიამ - "კავკასუს როუდ პროჯექტმა" და "ჯეო გრუპმა". საჩივარები ამ შემთხვევაშიც ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთებზე გამოცხადებულ ტენდერებს ეხება.




bm.ge






საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...


მსგავსი სიახლეები

up