ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება

access_time2020-12-04 12:19:10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 551,3 მილიონი ლარით (30%-ით) გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.

2,371,630,000 ლარიდან ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 37,8%-ით (853 მილიონი ლარი) გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები, დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის  21-იანი კმ მონაკვეთის მშენებლობა, დაიწყება თბილისი-საგარეჯოს  30 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  მშენებლობა,  ე. წ. მთის გზების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაღდათი-აბასთუმნის, ზემო იმერეთი-რაჭის და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

მომავალ წელს დასრულდება მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის 11 პროექტი, რომლის ფარგლებში აშენდება  85 კმ გზა და განხორცილდება 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება. გაგრძელდება ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ზესტაფონის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია.

რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისთვის 69%-ით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2021 წლის ბიუჯეტი და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამ მიმართულებით დაფინანსდება ახალი პროექტები იმერეთში, კახეთში, ყაზბეგში, ხაშურსა და მის მიმდებარე დასახლებებში. დაგეგმილია სამუშაოები სამტრედიაში, ვანში, ბაღდათსა და ყაზბეგში, რასაც ჯამურად მოხმარდება 130 მილიონ ევრომდე. შედეგად, 50 ათასზე მეტ ადამიანს ექნება 24- საათიანი წყალმომარაგება. სამუშაოები ასევე ჩატარდება თელავში, სიღნაღში, ყვარელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და რამდენიმე სოფელში, რის შედეგადაც 45 ათასზე მეტ ადამიანს ექნება წლის უწყვეტი მიწოდება. მომავალ წელს გაგრძელდება გარდაბნის  მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წყლის სისტემების მოწყობის, გუდაურის, ზუგდიდის, ჭიათურის, ჯვარის და მარნეულის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. ასევე, გაგრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გუდაურში. დაფინანსდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ფოთში, გუდაურსა და მარნეულში. დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

161 მილიონი ლარით დაფინანსდება ქვეყნის რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2021 წელს დასრულდება 49 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის რეაბილიტაცია. დაფინანსდება 17 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც.

გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - 2021 წელს 1020 დევნილი ოჯახისათვის დასრულდება ახალი ბინების მშენებლობა   ზუგდიდსა და წყალტუბოში, 2022 წელს კი ქუთაისში დასრულდება მშენებლობა 800 ოჯახისათვის.


აქტიურად გაგრძელდება ურბანული განახლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

მომავალ წელს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, EBRD-ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 6 ქალაქს (ზუგდიდს, რუსთავს, ქუთაისს, გორსა და თელავს)   175 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ახალი ავტობუსი გადაეცემა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებულ 10 ავტობუსს და 16 ერთეულ მუნიციპალურ სპეციალურ ტექნიკას მიიღებს დაბა ბაკურიანი. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობის მიზნით, სპეციალური ტექნიკა გადაეცემა გურიის რეგიონსაც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განისაზღვრება 280 მილიონი ლარით, კვლავ 40 მილიონი ლარით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში 3700-მდე დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებს თავად  ადგილობრივები შეარჩევენ, მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა პროექტს კი 20 მილიონი ლარი მოხმარდება. 

,,საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ 2021 წელს, ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 30 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეს თანხა კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალისა და საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტს (1 820.3 მილიარდი ლარი), პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ის გადაჭარბებით შესრულდება. ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 1 მილიარდ 810 მილიონი ლარი, რაც დამტკიცებული ბიუჯეტის 99.4%-ს შეადგენს და ამავდროულად, 138 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 11 თვის განმავლობაში აითვისა ბიუჯეტის 104% - 1 მილიარდ 251 მილიონი ლარი, ხოლო შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“  - 209 მილიონი ლარი, ანუ წლის გეგმის 110%.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up