საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-თან ხელშეკრულება გააფორმა.
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს 117 ერთეული 8.5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსის მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.
ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მაჰირ ჩაღრი ოზშეკერმა მოაწერეს.