მაია ცქიტიშვილი - რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის  6774 პროექტი დაფინანსდა

მაია ცქიტიშვილი - რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა

access_time2020-02-12 18:30:14

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.



„ესაა პროექტები, რომელსაც უშუალოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით. მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს განახლდა, 4000-ზე მეტი პროექტი შესრულდა, ანუ თითოეულ დასახლებაში სულ მცირე 1 პროექტი მაინც გაკეთდა. გარდა ამისა, 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და რეგიონებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ 600-ზე მეტი სკოლის მცირე რეაბილიტაცია თავად განეხორციელებინათ, რისთვისაც 40 მლნ ლარის დაფინანსება გამოიყო. ამის გარდა, ჩვენ გქვონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასევე სიახლე იყო მუნიციპალიტეტებისთვის, ესაა ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა და ამ პროგრამის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მათი უმეტესი ნაწილი უკვე დასრულდა. ასევე, 41 სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა დაიწყო რეგიონებში და 2020 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს ამ ობიექტების აღჭურვას. ყველა ეს პროექტი ემსახურება ჩვენს რეგიონებში იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის განახლებას, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ბევრ ინვესტიციას, ესაა გზები, ლოკალური წყალგაყვანილობის ქსელების მოწყობა, გარე განათება, პარკები, სკვერები, მცირე სპორტული ნაგებობი და ა.შ.,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




მინისტრის თქმით, რეგიონული პროექტების შესრულებაში 1000-ზე მეტი კომპანია და 15 000 - ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.



მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა პროექტების მართვაში დანერგილ სისტემურ ცვლილებებს, რამაც შედეგების გაუმჯობესება განაპირობა. საუბარია სატენდერო დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია-სტანდარტიზაციასა და საპროექტო ტენდერების კონსოლიდაციაზე კატეგორიების მიხედვით, ასევე - კომპანიებისათვის მოთხოვნების გამარტივებასა და პროექტების წინასწარი დაგეგმვაზე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up