„ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავის ბერკეტებს სათანადოდ ვერ იყენებს“ -აფბა გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავის ბერკეტებს სათანადოდ ვერ იყენებს“ -აფბა გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

access_time2019-01-11 13:00:22

გზების მშენებლობის ტემპის შენელებულების საკითხი ისევ აქტუალურია. დიდი ძალისხმევის და არაერთი მინისტრის შეცვლის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება ისევ დროში ჭიანურდება, რის გამოც პროექტების დასრულების ვადები არაერთხელ იცვლება. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტარალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციითვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების (კერძოდ, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთების) მშენებლობის ვადები გადაიწია და 2021-2022 წლებში დასრულდება.



პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა: რაში ვიხდით მილიარდებს, როდესაც გზების პროექტები არის შეფერხებული. ჩაბარების ვადები დარღვეულია ხანდახან თვეების განმავლობაში ან წლებით. რატომ ჩააბარეს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ყველაზე ძვირადღირებული პროექტები და მაგალითად მინდა დავასახელო კომპანია „სინოჰიდრო“, რომელსაც 710 მლნ-იანი პროექტი ჩააბარეს. ამ კომპანიას მსოფლიო ბანკმა უმკაცრესი სანქციები დაადო, მათ ტენდერებში მონაწილეობა ჰქონდათ აკრძალული, შავ სიაში იყვნენ. გარდა ამისა, სად გაქრა უკრაინული კომპანია „ალტკომი“, რომელმაც ავანსის სახით 47 მილიონი წაიღო.


რატომ ვერ აგვარებს წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პრობლემას და რა არის უმეტეს შემთხვევაში მშენებლობების დასრულების დროში გაჭიანურების მიზეზი?


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო აფბამ ამ თემაზე მუშაობა. მაშინ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მიმდინარე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ვადებში ვერ მოესწრებოდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისფულებას მაშინვე აცნობა. ახლა კი როგორც ვხედავთ, თითქმის ყველა მსხვილი პროექტი, მათ შორის, ავტობანების მშენებლობა, ან დაგვიანებით შესრულდა, ან სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დასრულების ვადები უკვე მოახლოვებულია.


ამის მაგალითად, კაპანაძეს, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი მოჰყავს, სადაც 4 ლოტი იყო. აქედან 2 ლოტი დაგვიანებით კეთდება და არ ვიცით როდის დასრულდება. როგორც კაპანაძე აცხადებს, ეს ყველაფერი სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პრობლემას იწვევს. კაპანაძის განმარტებით, პრობლემა რომ არსებობს, ამას ცხადყოფს ისიც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წელს თანხები ვერ აითვისა.


„ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თუ არ დასრულდა არსებული პროექტები, ახალ ტენდერში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მოკლედ, ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლების ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია,“-აღნიშნავს კაპანაძე.


მისივე განმარტებით, ეს არის პრობლემები რომელიც კომპანიებისგან მოდის. „როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, ქობულეთის გზაზე, რომელიც გვიან დასრულდა, ვხედავთ, რომ პრობლემა ჩინურმა კომპანიებმა -„სინოჰიდრო“ და „რკინიგზა 23“-მა შექმნეს. მათ საერთაშორისო დონეზეც უამრავი დარღვევა უფიქსირდებოდათ. ჩავარდნები ჰქონდათ ქართულ პროქტებშიც, თუმცა, ტენდერებში კვლავ ისინი გახდნენ გამარჯვებულები.


გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადება ხდება კეთილსინდისიერად, თუმცა, შემდეგ ხდება ისეთი ცვლილებების შეტანა,რომლებიც არამიზნობრივი და არასწორია. „პროექტის მომზადებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება. შემდეგ მასში ცვლილებები რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით შედის და მას არანაირი დასაბუთება არ ერთვის თან. ეს ცვლილებები იწვევს იმას, რომ ხარისხიანად და დროეულად ვერ კეთდება ესათუის ინფრასტრუქტურული პროექტი. მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთში ბეტონის ხიმინჯები შეიცვალა წყლის ფითილებით, რამაც არ გაამართლა და დღემდე ვერ ხდება ამ ფითილებით პრობლემის აღმოფხვრა,“-აღნიშნავს კაპანაძე.




მისივე განცხადებით, ასევე საკმაოდ მწვავედ დგას კადრის პროფესიონალიზმის საკითხი. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ახერხებს შესაბამის მეთვალყურეობას კომპანიებზე და სათანადოდ ვერ იყენებს იმ ბერკეტებს რაც გააჩნია, რათა მათ აიძულოს,დროულად დაასრულონ პროექტები.



„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში 3 მინისტრი შეიცვალა და ამ მხრივ ყველას ჩავარდნა და პრობლემა ჰქონდა. გარდა ამისა,პირობებს არღვევს ზედამხედველი კომპანიაც, რომელცი ასევე ტენდერითაა გამარჯვებული. ის არაკეთილსინდისიერად ახორციელებს ზედამხედველობას. კერძოდ,დრულად არ აწვდის სამინისტროს ინფორმაციას, მოხდა თუ არა დარღვევა ვადებში, ხდება თუ არა არასწორად პროექტის განვითარება.საბოლოო ჯამში, უამრავი პრობლემის ერთობლიობა იძლევა იმას, რომ თითქმის ყველა პროექტი დროშია დაგვიანებული, თითქმის ყოველი ახალი მინისტრი თანამდებობაზე მოსვლისას ამბობს, პრობლემას მოაგვარებს,თუმცა, უშედეგოდ“-აღნიშნავს კაპანაძე.


ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე მშენებლობა გარკვეული ხარვეზებით და შეფერხებით მიმდინარეობს. კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე მონაკვეთებზე გზაზე ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. ამჟამად, კომპანია სამშენებლო ხარვეზის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. მესამე მონაკვეთზე, იტალიური კომპანია „ტოდინს“, ერთი წლის განმავლობაში, სამუშაოები საერთოდ არ დაუწყია, დეპარტამენტი კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს.


სამუშაოები შეჩერებულია სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებლივ პროცედურებს ახორციელებს. ჩამორჩენა არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე. ერთ შემთხვევაში კონტრაქტორმა დაგვიანებით დაიწყო სამუშაოები, ხოლო გზის მეორე მონაკვეთზე ხიდების მოწყობის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.



2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს ვერ დასრულდება. კერძოდ, 2021-2022 წლებში (დაგეგმილი 2019-2020 წლის ნაცვლად) დასრულდება ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთების მშენებლობა .



ავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე ირაკლი ქარსელაძეც გზების პროექტების შეფერხებით მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და რამდენიმე პროექტს გამოყოფს. კერძოდ, შეფერხებით მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთი. განსაკუთრებულად პრობლემურია აღნიშნული გზის მეორე მონაკვეთი, რომელსაც კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელბს. მონაკვეთის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო (რადგან ტერიტორია ჭაობიან ადგილს წარმოადგენდა). კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. თუმცა, ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო და გარკვეულ ადგილებში წარმოიშვა ჯდენები (დეფორმაცია,ზედაპირის დაწევა), რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. ამჟამად, კომპანია „სინოჰიდრო“ საკუთარი ხარჯებით აწარმოებს გამოსასწორებელ სამუშაოებს. იგივე პრობლემებია გზის მეოთხე მონაკვეთზეც. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები შეჩერებული იყო სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა და რომლის სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებლივ პროცედურებს ახორციელებს. დეპარტამენტისვე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება და ამჯერად, მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს.



სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანიას „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.დეპარტამენტი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას განიხილავს.


ჩამორჩენა არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე. ერთ შემთხვევაში კონტრაქტორმა დაგვიანებით დაიწყო სამუშაოები, ხოლო გზის მეორე მონაკვეთზე ხიდების მოწყობის სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა.



გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარკვეული ჩამორჩენა არის მთის გზის პროექტების მიმდინარეობაშიც, სადაც დაგეგმილი 70 მილიონი ლარიდან, მხოლოდ, 13 მილიონი ლარი არის ათვისებული.



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც გზების სამშენებლო სამუშაობს შეფერხებით ახორციელებს, „სინოჰიდროა“. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „სინოჰიდრო“ ამჟამად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამი მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს, რომელთა ჯამური ღირებულება 597 362 447 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კომპანია „სინოჰიდროს“ საერთაშორისო გამოცდილებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის მიხედვით, კომპანია მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც კომპანიას პრობლემები შეექმნა და ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ შესრულებაში დაადანაშაულეს. უგანდას რესპუბლიკაში სკანდალი გამოიწვია კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმებული მუშების მიმართ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ხელშეკრულების შეთავაზების ფაქტმა. გამოძიებამ, რომელიც აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფმა ჩაატარა, ცხადყო, რომ არსებობდა კომპანიის ჩართულობა თაღლითურ პრაქტიკაში. შესაბამისად, 2017 წლის ივნისშიაფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდრო“ შავ სიაში შეიყვანა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 







რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...


მსგავსი სიახლეები

up