საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მინისტრთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.