ინფრასტრუქტურა და შეზღუდული არჩევანი - რა უშლის ხელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას?

ინფრასტრუქტურა და შეზღუდული არჩევანი - რა უშლის ხელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას?

access_time2021-03-24 15:25:28

Galt & Taggart-ი საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას ელის.

 

საინვესტიციო კომპანიის კვლევით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჯერჯერობით ჰიბრიდული ავტომობილებია მოთხოვნადი, ელექტრომობილების იმპორტი კი დაბალია.

 


Galt & Taggart-ის შეფასებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

 


საშუალოვადიან პერსპექტივაში Galt & Taggart-ი მიიჩნევს, რომ ეს ბარიერები აღმოფხვრადია, რამდენადაც ელექტრომობილების ფასები სწრაფად უტოლდება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ფასებს; 2020 წელს ელექტრომობილებს ერთი დამუხტვის შედეგად 475 კმ-ს გავლა შეუძლიათ, 2011 წელს კი 100 კმ-ის გავლა შეეძლოთ.


 


საქართველოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება, მაგალითად, 2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). მთლიანობაში კი ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან.

 


საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მსოფლიოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში 32%-მდე გაიზრდება 2030 წლისთვის.

 


2019 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 280 ელექტრომობილის მოდელი იყო ხელმისაწვდომი (+26% წ/წ). 2025 წლისთვის ავტომწარმოებლები 197 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ.

 


2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 485-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც კომპანია E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული.

business-partner.ge


თეგები:
Galt & Taggart



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up