ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

access_time2020-04-13 22:20:15

რატომ ვერ შეიტყო მსოფლიომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ გაცილებით ადრე? ამ საკითხზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მსჯელობს და მიმდინარეობს კვლევა. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყობდა, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

 

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, ვირუსის გავრცელების ექფექტური შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე იქნებდა ხელმისაწვდომი.

 

უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ ინფორმაციას ერთი, ორი ან სამი კვირით ადრე შეიტყობდა, შესაძლებელი იქნებოდა დაინფიცირების მაჩვენებლის 66, 86 ან სულაც 95%-ით შემცირება. ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შესახებ ინფორმაცია დაგვიანდებოდა ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში, დღეს მონაცემები 3-ჯერ, 7-ჯერ ან 18-ჯერ მეტი იქნებოდა,- წერია კვლევაში, რომელსაც ბრიტანული საუთჰემპტონის უნივერსიტეტი ვებგვერდზე ავრცელებს.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 2 მილიონამდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100 000 გადააჭარბა.

 


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია - ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

161 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ესპანეთში, იტალიაში კი 147 577. საფრანგეთში, ამ დროისთვის, 125 931 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გერმიანიაში კი 122 855.

 

ამ დრომდე, ახალი კორონავირუსის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ვანუატუდან, სამოადან, კირიბატადან, ნაურუდან და კიდევ 20-მდე სხვა ქვეყანიდან.

 

რაც შეეხება ჩინეთს, ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში პანდემიის მეორე ტალღას ელოდებიან. ჩინეთი ამ დროისთვის 83 014 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

 

წყარო: amerikiskhma





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up