hub Georgia - აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გავრცელებული ინფორმაცია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია

hub Georgia - აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გავრცელებული ინფორმაცია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია

access_time2019-02-21 09:00:38

“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში  რუსეთი ღრმაწყლოვან პორტს  აშენებს, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია და რეალობას არ შეესაბამება,“ —  ასე აფასებს “hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე  „კომერსანტთან“ გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს რუსეთი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას აპირებს.

 

რუსეთის ტერიტორიაზე არის ნოვოროსიისკის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული აფხაზეთს, აქედან გამომდინარე, რუსეთს დამატებითი პორტი აღარ სჭირდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს რუსეთი პროპაგანდისთვის იყენებს. მოგეხსენებათ, ინვესტორები  გლობალურად უყურებენ პროცესებს. თუ ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი მართლაც აპირებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აფხაზეთში, დაფიქრდებიან, ღირს თუ არა ინვესტიციის განხორციელება ანაკლიის პორტში, რომელიც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს აფხაზეთთან. აქ გლობალურ პოლიტიკაზეა საუბარი და არა ლოკალურ, ერთი სახელმწიფოს მნიშვნელობის ობიექტზე“, - აცხადებს ვასილ ურუშაძე.

 

“hub Georgia“-ს დამფუძნებელი გავრცელებულ ინფორმაციას “თიბისი ბანკის“ საქმეს და ანაკლიის პორტს უკავშირებს. მისი თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “თიბისი ბანკზე“ შეტევა რუსეთის დაკვეთით ხორციელდება.


 

ანაკლიის პორტი არ არის მხოლოდ საქართველოს პორტი. ეს არის მომავლის კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.  ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ანაკლიის  კონსორციუმზე და თიბისი ბანკზე შეტევა არის რუსეთის დაკვეთა და ამ რუსულ დაკვეთას ასრულებს ჩვენი ხელისუფლება, რომელიც მოქცეულია გარკვეული ვალდებულებების ქვეშ. ეს ინფორმაცია ემსახურება ინვესტორების დაფრთხობას. როგორც ჩანს ეს არის კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც კრემლიდან იმართება“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.


ბაჩო ადამია

 





„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up