„ინფლაციის მონაცემი აშკარად საგანგაშოა“

„ინფლაციის მონაცემი აშკარად საგანგაშოა“

access_time2019-11-06 10:00:49

2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოში ინფლაციის 5.4%-იან მაჩვენებელს ვარაუდობდა, თუმცა ეს მონაცემი შეიცვალა და ახალი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.2%-ს მიაღწევს. ამის შესახებ, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.


წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.2%-ს მიაღწევს. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული“, – აღნიშნა მერსედეს ვერა-მარტინმა.


ამასთან, მისი თქმით, სსფ მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ.


„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება“, – განმარტა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.


ინფლაციის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს პროფესორი ლადო პაპავა და სსფ-ის წარმომადგენლისგან განსხვავებით, საქართველოსნაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის თარგეთირების მექანიზმს უვარგისად მიიჩნევს.



„ინფლაციის მონაცემი აშკარად საგანგაშოა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი ანუ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაცია არის მიზნობრივი მაჩვენებელი და პრაქტიკულად ორჯერ და მეტად არის გადაჭარბება ამ მიზნობრივ მაჩვენებელზე. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამას მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტებიც ამბობენ, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში - უვარგისი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი რაც უფრო მალე იტყვის უარს ინფლაციის თარგეთირების მექანიზმზე, მით უფრო უკეთესია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც,“ - აცხადებს ლადო პაპავა.


ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, თუმცა ამ მონაცემს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.


ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა, ჩემი აზრით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი და მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ასეთი პოლიტიკა ინფლაციის მაჩვენებელს მომავალ წელს არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის.


„ინფლაცია საგანგაშო ძალიან დიდი ხანია არის იმ მხრივ, რომ თუ მას დეტალურად ჩავშლით, დავინახავთ, რომ არამარტო წელს, არამედ წინა წლებშიც ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მოქმედებს დაბალშემოსავლიან ადამიანებზე, ვგულისხმობ სურსათს, უალკოჰოლო სასმელებს, ჯანმრთელობის დაცვას, ფასები მკვეთრად იზრდება. მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზი კურსის გაუფასურების გარდა, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ფულის მასას მკვეთრად ზრდიდა. თუ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვალა ეს პრობლამა უფრო გაღრმავდება და ინფლაციაც გაიზრდება“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ნინო თამაზაშვილი





არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...


მსგავსი სიახლეები

up