ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

access_time2020-05-11 10:00:47

 „კატასტროფული რეალობა გვაქვს, ინფლაცია მაღალ დონეზეა, ეროვნული ვალუტა კი მიმდინარე პერიოდში რეკორდულად გაუფასურდა. სწორედ აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ“,-  ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის კომპეტენტური შემფასებელი არ არის, მაგრამ მუდმივად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მაჩვენებლით შეუძლია ისაუბროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობაზე.

 

მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა ეკონომიკურ პროცესებში, ვცდილობ,ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისგან ყოველთვის თავი შევიკავო, ეს არის სპეციფიკური სფერო, ძალიან სპეციფიკური ცოდნით აღჭურვილი ადამიანებისთვის განკუთვნილი სფერო. ეროვნული ბანკის შინაარსი მესმის, იმ ინსტრუმენტების შესახებაც ძალიან კარგად ვარ გარკვეული, რასაც ის გამოიყენებს ხოლმე მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. თუმცა, მე მაინც არ გამოვდგები კომპეტენტურ ადამიანად და მის შესაფასებლად. ერთს კი ვიტყვი , როგორც მოქმედი ბიზნესმენი და როგორც ბიზნეს გაერთიანების თავმჯდომარე, ყველა ბიზნესმენისთვის და საქართველოში მოქმედი ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის მთავარ გამოწვევად გადაიქცა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი, მისი ძალიან მყიფე მდგომარეობა და მისი მუდმივი დევალვაცია, მისი მუდმივი გაუფასურება ამერიკულ დოლართან, ევროსთან თუ სხვა მყარ ვალუტებთან მიმართებით. დღეს კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვართ, ბევრად უფრო ცუდი ნიშნულით,ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში,როდესაც  2.9-ზე  დაფიქსირდა კურსი. დღეს კი 1 აშშ დოლარი დაახლოებით    3.20 ლარად ივაჭრებს. აქედან გამომდინარე,შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

 

„კომერსანტთან“ საუბარში გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ყურადღებას პრემიერ-მინისტრის პრეზენტაციაზე ამახვილებს. ბიზნესმენისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მეთაურს არც კი უხსენებია ეროვნული ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში რეკორდული ვარდნა განიცადა, რამაც მისი თქმით, მაღალი ინფლაცია გამოიწვია.


 

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ პრემიერმინისტრმა  ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის ფარგლებში ადგილი ვერ მოუძებნა ლარის კურსს. ეს იყო ჩემთვის გამაოგნებელი, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ყოველგვარ კრიზისზე საუბრის გარეშეც დღევანდელი ეროვნული ვალუტის კურსი არის კატასტროფულად გაუფასურებული. ეს არ არის ის კურსი, რომელიც წონასწორობის ნიშნულს პასუხობს. არც პრემიერ-მინისტრის სიტყვაში ითქვა არაფერი და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერვიუებში არაფერი ჩანს იმის შესახებ, რომ ლარის კურსის საშველად და გაძლიერებისთვის რამის გაკეთებას აპირებენ, ამით ძალიან უკმაყოფილოები ვართ ბუნებრივია იმიტომ, რომ რომ ვხედავთ რა სიტუაციაა ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე, ვხედავთ რა სიტუაციაა ინფლაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში და საქსტატის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უპირველესი პროდუქტები როგორიც არის ხილი და ბოსტნეული გაძვირებულია 45%-ით, ამას კატასტროფაც აღარ ჰქვია. ამ დროს ეროვნული ბანკი თავისი დღევანდელი კანონმდებლობის ფარგლებში მუდმივად მხოლოდ და მხოლოდ  იმას იმეორებს, რომ ლარის კურსი კი არ არის მისი საქმე, ინფლაციის კონტროლი და ფასების კონტროლია მისი პრეროგატივა. რეალურად კი აი ასეთი კატასტროფული გაძვირება გვაქვს სახეზე“, აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up