„ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება არასწორია“ - ლევან სურგულაძე „საქსტატის“ ახალი დათვლის მეთოდზე

„ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება არასწორია“ - ლევან სურგულაძე „საქსტატის“ ახალი დათვლის მეთოდზე

access_time2021-01-18 10:00:48

საქსტატმა დეკემბრის ინფლაცია განსხვავებული წესით დათვალა და კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციის მაჩვენებელს გამოაკლო, რის შედეგადაც დათვლილი ინფლაცია 2.4%-მდე შემცირდა. საქსტატის განმარტებით, რომ არა ეს ეფექტი, მაშინ ინფლაცია 1.94 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა.


ექსერტების დიდი ნაწილი დათვლის ასეთ მეთოდს არ ეთახმება, რადგან კომუნალური ტარიფების სუბსიდირება დეკემბრის გარდა სხვა თვეებშიც ხდებოდა, თუმცა მაშინ სუბსიდირების ეფექტი ინფლაციის დონეს არ აკლდებოდა, გარდა ამისა ასეთი „მექანიკური“ სახით სუბსიდირებული ნაწილის დაკლება არასწორად მიაჩნიათ. რატომ შეცვალეს ინფლაციის დათვლის წესი დეკემბერში, მაშინ როდესაც წინა თვეების განმავლობაშიც ხდებოდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირება, ამის შესახებ „საქსტატი“ განმარტებას არ აკეთებს.

 

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ იმ დეტალებზე საუბრობს თუ რატომ არის არასწორი მიდგომა ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება და რა პროცესები ვითარდება ამ დროს.


„ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება არასწორია. სუბსიდირებას აქვს ორი ეფექტი. ერთი „ფორმალური” ანუ „მექანიკური“, ასეთი  სუბსიდირების შედეგად, ფაქტობრივად, გადახდილი ფასის შემცირება - გარკვეული აზრით, „ეგზოგენური” ანუ ეკონომიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი ფაქტორიდანაა გამოწვეული, რომელიც თავისი არსით არის დროებითი და სუბსიდირების შეწყვეტის მომენტიდანვე გვექნება მყისიერი „ნახტომი“ CPI (Consumer Price Index)-ის მნიშვნელობაში და შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელშიც. ეს ფაქტორი ინფლაციის მაჩვენებლის მყისიერ შემცირებას განაპირობებს, იმ მომენტიდან როგორც კი სახელმწიფო სუბსიდირება შევა ძალაში და ინფლაცია გაიზრდება მაშინ, როგორც კი სუბსიდირება შეწყდება. სუბსიდირება არ ცვლის პროდუქტის და მომსახურების ფასს, უბრალოდ, ამ ფასს ან მის ნაწილს იხდის ვიღაც სხვა, ჩვენს შემთხვევაში სახელმწიფო. შესაბამისად, „მექანიკური“ დაკლება არასწორიც არის და კონტრ-ინტუიტიურიც. ამ ცვლილების გათვალისწინებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის რაიმე მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გამოყენებისთვის.

 

სუბსიდირების მეორე ეფექტი „ნაკლებად ეგზოგენურია“ იმის გათვალიწინებით, რომ კომუნალურ მომსახურებასა და პროდუქტზე მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიმართ, სავარაუდოდ, არ არის მაღალი ანუ, მოხმარება მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. შედეგად, ეს „მოთხოვნით გამოწვეულ“ ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის წნეხს წარმოშობს.


 

სუბსიდირება ბაზარზე ფულის მიწოდებას ზრდის, მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, სუბსიდიაზე ხარჯვა, ყველა სხვა ტიპის ხარჯვის ანალოგიურია და ლოგიკურია, რომ მისი შედეგი ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის წნეხს ანვითარებდეს. შესაბამისად, რეალური ინფლაციის მაჩვენებელი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 4.34%-ია, რომელშიც ბუნებრივად უკვე უნდა იყოს ასახული ზემოაღნიშნული ინფლაციის ზრდის ეფექტი და მისი ასე „მექანიკურად“ გამოკლება არასწორია“, - განმარტავს ლევან სურგულაძე.

 

ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზომიერზე მაღალი მაჩვენებელი აზიანებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ხოლო დაბალმა მაჩვენებელმა ან დეფლაციურმა გარემომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციამდე კი შეიძლება მიიყვანოს.

 

„ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, მაგალითად 2019 წელს ინფლაცია შედარებით მაღალი იყო, ხოლო პანდემიით გამოწვეული ძლიერი რეცესიის პერიოდში ინფლაციის შემცირების მკვეთრ ტრენდს ვხედავთ. ზოგადად ცნობილია, რომ ზომიერი ინფლაცია ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა 3-5% ინფლაცია ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად ზრდას. ინფლაცია უნდა იყოს მინიმუმ იმდენი ან ოდნავ მეტი, რასაც კომერციული ბანკები ანაბრებზე იხდიან, რათა დაგროვილი კაპიტალის ეროზია არ მოხდეს.

 

ინფლაციის ზომიერზე მაღალი მაჩვენებელი აზიანებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ხოლო დაბალმა მაჩვენებელმა ან დეფლაციურმა გარემომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციამდე და დეპრესიამდეც კი შეიძლება მიიყვანოს.

 

დეფლაციურ ეკონომიკურ გარემოში ფასები მცირდება, მათ შორის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და მოთხოვნის შემცირება. პროდუქციის და მომსახურების მომწოდებელი ამცირებს ფასებს, მოთხოვნის სტიმულირების მიზნით. როდესაც ფასები მიაღწევს საქონლის და მომსახურების თვითღირებულებას, ამის შემდგომ იწყება მიწოდების, მათ შორის იმპორტის შემცირება, წარმოების შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ, იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, ეს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კიდევ უფრო ამცირებს. ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა შევა სტაგნაციაში და თუ ეს განგრძობადია, შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ დეპრესიაში. ამისათვის მასტიმულირებელი ზომებია მისაღები, ეს არის იაფი ფულის გაცემა, სებ-ის მიერ ფულის ფასის დაწევა, შესაძლოა გაიზარდოს ბიუჯეტური ხარჯვაც და სხვა“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.


ნინო თამაზაშვილი




რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up