ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასი ბოლო 1 წელიწადში მხოლოდ 21 ლარით გაიზარდა

ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასი ბოლო 1 წელიწადში მხოლოდ 21 ლარით გაიზარდა

access_time2021-09-15 13:00:19

საქსტატის ცნობით, საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (178 ლარი) 1328 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი ბოლო 1 წელიწადში მხოლოდ 21 ლარით გაიზარდა. 


საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი - 2355 ლარიანი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა, ზრდამ 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 15.4% შეადგინა. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ხელფასები 12.4%-ით 2173 ლარამდე გაიზარდა. მშენებლობის სექტორში 23.7%-ით – 2006 ლარამდე.



მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასმა 1078 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების – 1560 ლარი. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მენეჯერულ პოზიციაზე ძირითადად კაცები ინიშნებიან. ერთი და იგივე პოზიციაზე შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, თანაბარია.



ბიზნესსექტორში დასაქმებულთა ხელფასმა საშუალოს მცირედით გადააჭარბა და 1390 ლარი შეადგინა.




ყველა შემთხვევაში მითითებული ხელფასი დარიცხულია, რასაც სავალდებულო წესით საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1041 ლარამდე მცირდება.



1041 ლარიანი საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობას ხელფასი 1041 ლარის სიახლოვეს აქვთ, ეს მოდაა, რომელიც საქსტატის მიხედვით განსაზღვრული არ არის, თუმცა საშუალოზე დაბალი უნდა იყოს.



თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, მაშინ წლიური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდება. დღევანდელი 1041 ლარი, მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც გასული წლის 923 ლარი. გასული წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 902 ლარი იყო. მართალია, ნომინალური ხელფასი 139 ლარით გაიზარდა, მაგრამ ამ 139 ლარიდან 118 ლარი ინფლაციამ გადაყლაპა და რეალურმა ზრდამ 21 ლარი შეადგინა.


იმ შემთხვევაში, თუ საქსტატი 18-24 პროცენტით გაძვირებულ ელექტროენერგიას ინფლაციაში ასახავდა (ბიუჯეტიდან სუბსიდირების გამო, საკამათო მეთოდის გამოყენებით არ გაუთვალისწინებია), მაშინ აგვისტოში ინფლაცია 12.8%-ს გადააჭარბებდა და რეალური საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი შემცირდებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up