„ინფლაციის დამარცხებაზე“ ორიენტირებული ინვესტირება საპენსიო ფონდიდან - ლევან სურგულაძე

„ინფლაციის დამარცხებაზე“ ორიენტირებული ინვესტირება საპენსიო ფონდიდან - ლევან სურგულაძე

access_time2021-06-10 16:00:06

საქართველოში, 2018-ში, სახელმწიფოს ეგიდით და სრული მხარდაჭერით, დავიწყეთ უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმა, რომლის გაცხადებული მიზნები არის: 1) საპენსიო ასაკში მოქალაქეების ფინანსური უზრუნველყოფა, რასაც არსებული სახელმწიფო სოციალური შემწეობა ვერასოდეს შეძლებდა და 2) უახლოეს წლებში ქვეყანაში მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა, რომელიც გადამწყვეტი იქნებოდა საქართველოში ამ ბაზრის განვითარების და რეალური ეკონომიკის, ბანკების მიღმა, კაპიტალის ბაზრის საშუალებით გრძელვადიან, იაფ და მოქნილ დაფინანსებაში და უცხოური პორტფელური ინვესტიციების მოზიდვაში. ეს ორივე მიზანი ერთიანდება ერთ სტრატეგიულ მიზნად - საქართველოში ეკონომიკის განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაყვანა და სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა.


საპენსიო სააგენტო შევქმენით, სრულად გავმართეთ და რეფორმის წარმატებული იმპელემენტაცია დავიწყეთ 2019 წლის 1 იანვრიდან, იმაზე რეკორდულად უფრო მოკლე ვადებში ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. ეს წარმატება, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და უცხოური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ცალსახად იქნა აღიარებული.


საპენსიო ფონდში მილიონზე მეტი მონაწილის თითქმის მილიარდნახევარი ლარია აკუმულირებული და ფონდის მოცულობა ყოველთვიურად 40-50 მილიონი ლარით იზრდება, რომელსაც წლიური 11% -ის ფარგლებში საპროცენტო სარგებელი ერიცხება. საპენსიო სააგენტო წარმატებით ფუქნციონირებს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მიმდინარეობს და სრულად და საიმედოდ მართულია სააგენტოში შექმნილი მაღალ-პროფესიული გუნდის მიერ.


ამ ეტაპზე, არის გარკვეული საკითხები საპენსიო ფონდის საინვესტიციო გეგმებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელთა ღიად განხილვა და მათზე გამჭვირვალე პასუხები, ფონდის მონაწილე ბენეფიციარების და მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. არა როგორც საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, არამედ შესაბამისი ექსპერტიზის მქონე, საპენსიო ფონდის ერთი რიგითი მონაწილე ბენეფიციარის პოზიციიდან მოსაზრების გამოთქმა, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს რეფორმის მაქსიმალურად წარმატებით გაგრძელებას - დროულად მიმაჩნია.


გაცხადებული, ინფლაციის დამარცხებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკა არ არის საპენსიო ფონდის მონაწილეეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი.



საინვესტიციო პოლიტიკა და საინვესტიციო ქმედებები ორიენტირებული უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს რისკით შეწონილი შემოსავლიანობის მაქსიმიზაციას, იმ რისკის ლიმიტების ფარგლებში, რომლებიც რაოდენობრივად დადგენილი უნდა იყოს საინვესტიციო პოლიტიკის და რისკის კონტროლის დოკუმენტებში. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი. სამწუხაროდ, ასეთი რაოდენობრივი ლიმიტები ან/და მათი დადგენის მეთოდოლოგიები არცერთ ამ დოკუმენტში არ იძებნება, ურომლისოდაც, ინვესტირების დაწყება, მითუმეტეს, როგორც გაცხადდა, რისკიან და გაძვირებულ უცხოურ წილობრივ ინსტრუმენტებში - ნაადრევია.


საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ:

საინვესტიციო მიზანი – ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მაღალი ალბათობით (95%-იანი ან მეტი ალბათობით) საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს მოსალოდნელი იყოს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიღება .


ეს გამონათქვამი არსებითად მცდარია, რადგანაც შეუძლებელია 95%-იანი ალბათობით რაიმე კონკრეტულ ამონაგებზე საუბარი, თეორიულადაც კი და რომც შეიძლებოდეს, მაშინ სიტყვები მოსალოდნელი იყოს სრულიად უადგილოა. ამ საკითხზე მრავლად მოიძებნება ლიტერატურა, მათ შორის სასწავლო. სწორი ჩანაწერი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:


ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ 95%-იანი ნდობის დონით, საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს, ინვესტირებული საპენსიო ფონდის რეალური შემოსავლიანობა (შემოსავლიანობას გამოკლებული ინფლაცია) იყოს დადებითი. სხვა, სიტყვებით, 95%-იანი ნდობის დონით (და არა ალბათობით), შემოსავლიანობა უნდა იყოს, მინიმუმ, ინფლაციაზე ოდნავ მეტი.


საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში არეულია ალბათობის და ნდობის დონის მცნებები, რომლებიც არსებითად განსხვავებული სიდიდეებია. სამწუხარო და შემაშფოთებელია ამგვარი მცდარი გამონათქვამის ხილვა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საინვესტიციო მიზანი-ს დებულებაში, რომელი დოკუმენტიც არის საინვესტიციო პროცესის განმსაზღვრელი და სავალდებულო სახელმძღვანელო.
საუბარი უნდა იყო საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის მოდელირებულ სტატისტიკურ განაწილებაზე, რომელ განაწილებასაც აქვს ორი ძირთადი რაოდენობრივი მახასიათებელი: საშუალო შემოსავლიანობა (შემოსავლიანობის მათემატიკური მოლოდინი) და შემოსავლიანობის 95% - იანი ნდობის ინტერვალის უმცირესი მნიშვნელობა. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში გაცხადებული საინვესტიციო მიზანი, სწორედ შემოსავლიანობის 95% - იანი ნდობის ინტერვალის უმცირესი მნიშვნელობით განისაზღვრება, რომელი მნიშვნელობაც უნდა იყოს ინფალციაზე, მინიმუმ, უმნიშვნელოდ მეტი. საინვესტიციო სამსახურიც, სწორედ ამ მინიმალურ შემოსავლიანობას და ინფლაციის დამარცხება-ს აცხადებს საინვესტიციო მიზანად და ორიენტირად.


ინფლაციის დამარცხების გამოცხადება საინვესტიციო მიზნად ასევე აზრს მოკლებულია სხვა მიზეზითაც. მაგალითად, თუ ინფლაცია (თეორიულად) გახდა ძალიან მაღალი, მაშინ მისი დამარცხებისთვის საჭირო გახდება მაღალი შემოსავლიანობის და შესაბამისად მაღალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირება ისე, რომ აღებულმა რისკმა შეიძლება გადააჭარბოს დადგენილ (როდესაც დაადგენენ) რისკის ლიმიტებს, რაც დაუშვებელია. თუ ინფლაცია გახდა, სამიზნე 3% ან უფრო ნაკლები (უარყოფითიც ყოფილა), მაშინ ასეთი ინფლაციის დამარცხებისთვის სამიზნე შემოსავლიანობა 3% ან ნაკლები ან ნული უნდა იყოს?


კიდევ ერთხელ, საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საინვესტიციო პოლიტიკა და შესაბამისი საინვესტიციო ქმედებები ორიენტირებული უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს რისკით შეწონილი შემოსავლიანობის მაქსიმიზაციას, რაოდენობრივად დადგენილი რისკის ლიმიტების ფარგლებში, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და არა დეკლარირებულ ინფლაციის დამარცხება-ს, რომელიც სულ სხვა ორგანიზაციის მანდატით არის გათვალისწინებული.


ავტორი: საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up