ინფლაცია ზრდის ტენდენციას განაგრძობს და წლის ბოლოს ეს მოსახლეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება - ირაკლი მაკალათია

ინფლაცია ზრდის ტენდენციას განაგრძობს და წლის ბოლოს ეს მოსახლეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება - ირაკლი მაკალათია

access_time2019-09-05 10:00:56

„ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და რეალურად, დაფიქსირებულ 4.9 %-ზე, უფრო მაღალიცაა. ზრდადი ტენდენცია წლის ბოლოსთვის, პირველ რიგში, კიდევ უფრო მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, რადგან მუდმივად უძვირდებათ პროდუქტები. შედეგად  მცირდება მსყიდველუნარიანობაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის შემთხვევაში, რადგან იმავე ოდნების ხელფასებით სულ უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობენ და ცხოვრების დონეც უუარესდებათ,“  ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ქვეყანაში ინფლაციის ზრდის ტენდენციას.


საქსტატის ინფორმაციით,  2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა. მაშინ, როდესაც საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით ინფლა​ცია 3 %-ზეა გათვლილი.



როგორც ირაკლი მაკალათია განმარტავს, ინფლაციის ზრდას ორი მიზეზი განაპირობებს:


  • როდესაც განვითარებული არაა ადგილობრივი წარმოება და, შესაბამისად, ძვირდება გარკვეული პროდუქტი;


  • როდესაც ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე და უფასურდება ვალუტის კურსი, ძვირდება იმპორტირებული პროდუქციაც.


ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ რეალურად ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე 4.9 %. პრობლემა კი მის გამოთვლაშია:


„ინფლაცია გაიანგარიშება 306 დასახელების პროდუქტისგან, ანუ სიაში მოხვედრილ ჩამონათვალზე ფასები საშუალოდ  4.9 %-ით გაიზრდა. აღსანიშნავია, რომ  ამ მაჩვენებელზე მოქმედებს ისეთი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ზოგადად, ამ ნაწილში ყოველთვიურად გვაქვს დეფლაცია და რაც, მაგალითად წინა თვეში იყო -6.9 %. ასეთი ჯგუფი მრავლადაა, როცა მათი ხვედრითი წილი მაღალია, თუმცა ეს პროდუქტები ძალიან ბევრია და ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია. რიგ შემთხვევაში დეფლაციისკენაც კი მიდის და საბოლოო ჯამში, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს ამცირებს. ამიტომ ჩანს 4.9 %, თორემ სინამდვილეში უფრო მაღალია“.


იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ჯგუფებს უფრო დეტალურად და კატეგორიების მიხედვით შევისწავლით ციფრები მოიმატებს. ასევე მნიშვნელოვანია აქცენტები გაკეთდეს მოსახლეობისთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე. შესაბამისად საერთო სურათიც შეიცვლება და რეალობა უფრო ცალსახა გახდება - ინფლაცია სინამდვილეში უფრო მაღალია:



„ავიღოთ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომელთა ინფლაცია, ბოლო მონაცემებითაც, მართალია მაღალია ( 8 %), მაგრამ ეს ციფრიც არაა რეალისტური. სინამდვილეში რომ განვიხილოთ ცალკეული პროდუქტები, ვნახავთ რომ მაგალითად, შაქრის ინფლაცია 31.5 %-ია და კიდევ ბევრი ასეთი დეტალი რომ შევისწავლოთ, ციფრი 8 %-ს გადააჭარბებს“,- განმარტავს ირაკლი მაკალათია.


სურსათის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი ჯანდაცვაა და აქ ინფლაციამ 3.9 % შეადგინა. ირაკლი მაკალათიას თქმით, ამ შემთხვევაშიც, თუ მედიკამენტების ფასებს კონკრეტულად შევისწავლით, განსხვავებული რეალობა გამოიკვეთება:


„აღსანიშნავია, რომ რეალურად ინფლაციის მატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დაიწყო. მთავრობამ თქვა, რომ სუბსიდირებას გაუწევდა და ფულს ჩაურიცხავდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს. ეს პროცესი კი იგვიანებდა და ამ დროს წარმოშობილი რისკების დასაბალანსებლად, დაწესებულებები პროდუქტებს აძვირებენ“.


4.9 % რომ რეალისტური ციფრი არაა და გარკვეული ჯგუფების დეტალურად შესწავლის შედეგად ციფრი იზრდება, ამის გარდა ეკონომისტი ყურადღებას თავად გაანგარიშების მეთოდზე ამახვილებს:


„ძირითადი ბაზრიდან შერჩეულია 6 ქალაქი და ზუსტად არავინ ვიცით როგორ ხდება შერჩევა. თუმცა, ფაქტია, ადგილი ყოველთვის აქვს ცდომილებას. შედეგად საერთო სურათი შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. ამიტომ, ვარაუდი, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, რეალურია. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახლა ვსაუბრობთ 2019 წლის დინამიკის 2018 წელთან მიმართებაზე. სტატისტიკა კი ადასტურებს, რომ ინფლაცია  უკვე წლებია იზრდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება“.


 ინფლაციის მაჩვენებლის სტატისტიკა წლების მიხედვით ამგვარად გამოიყურება:





წყარო: საქსტატი


სალომე ლემონჯავა




ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“

„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“
access_time2020-01-23 10:45:43
„სახელმწიფო აეროპორტების გაერთიანების მეშვეობით, დაბალფასიან ავიაკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარით აფინანსებს.  თითოეულ ტურისტზე, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში მათ დაახლოებით 70 ევროს უხდიან .მეც შემოვიყვან ამ ტურისტს, თანაბარ პირობებში თუ მამყოფებ სხვა უცხოურ კომპანიებთან და უფრო შეღავათიანი ფასი მექნება, მაგრამ არავის არ უნდა ჩვენი გაგონება.“ - ასე აფასებს Georgian Airways_ის გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up