„ინფლაცია წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 6%-ს გადააჭარბებს და ლარის კურსის შესაძლო დამატებითი გაუფასურება ფასების ზრდის ტემპს უფრო დააჩქარებს“ - თიბისი ჯგუფი

„ინფლაცია წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 6%-ს გადააჭარბებს და ლარის კურსის შესაძლო დამატებითი გაუფასურება ფასების ზრდის ტემპს უფრო დააჩქარებს“ - თიბისი ჯგუფი

access_time2020-12-23 13:30:29

პანდემიური 2020 წელი ლარის კურსისითვის ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ  COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა.


ლარი.png

 

2020 წელს ლარის კურსის დინამიკაზე და სამომავლო მოლოდინებზე „კომერსანტთან“ „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

 

„2020 წელი ლარის კურსმა საკმაოდ კარგად დაიწყო, რადგანაც 2019 წელს იყო ზედმეტი გაუფასურების და ინფლაციის პრობლემები,  მონეტარული პოლიტიკის რეაგირების შედეგად კი კურსმა გამყარება დაიწყო. თუმცა შემდეგ, პანდემიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. პიკური გაუფასურებები გვქონდა იმის გამო, რომ საერთაშორისო მოვლენები ახდენდა ძირითადად გავლენას, ასევე უარყოფითი მოლოდინები. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ და ჩვენი პროგნოზი იყო რომ მასიური ინტერვენციები იქნებოდა ეროვნული ბანკის მხრიდან, ასეც მოხდა. ერთი მხრივ ეროვნული ბანკი ბაზარს აწვდიდა ლარს და მეორე მხრივ ყიდდა დოლარებს ინტერვენციების მეშვეობით.

 


რა თქმა უნდა არსებული გაუფასურებაც მტკივნეულია, თუმცა წელს უფრო მეტი გაუფასურების რისკიც იყო. თავისთავად, ლარის კურსზე ჩვენთან დოლარი/ლარის მოთხოვნა-მიწოდების გარდა, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მნიშვნელოვანი ტენდენციები ახდენს გავლენას. როგორც კი გამოჩნდა ინფორმაცია ვაქცინასთან დაკავშირებით დოლარი გაუფასურდა, ასევე მის გაუფასურებაზე ბაიდენის გამარჯვებამაც იქონია გავლენა. ამავდროულად, გაიზარდა ნავთობის და სასტუმროს ინდუსტრიის ფასები.

 

ნეგატიურ ფაქტორებს რომ დავუბრუნდეთ, ასევე გამოვყოფდი თურქული ლირის ფაქტორს. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, თიბისი კაპიტალი აქტიურად მუშაობს მულტისავალუტო დაკრედიტების მოდელზე, მათ შორის უკვე ლირისა და რუბლის გამოყენებით. იმედი გვაქვს რომ ამ ინიტიაციავას პრაქტიკაში განვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვანი წინ  გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ქვეყანაში სავალუტო რისკის მართვის კუთხით“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

 

ოთარ ნადარაიამ მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი პროგნოზით ინფლაცია წლის პირველ ნახევარში 6%-ს გადააჭარბებს და ბუნებრივია ლარის კურსის შესაძლო კიდევ დამატებითი გაუფასურება ფასების ზრდის ტემპს უფრო დააჩქარებს.


„რაც შეეხება მომავალ წელს, გვაქვს მოლოდინი რომ მეორე ნახევრიდან ვაქცინაცია როდესაც შედარებით დიდ მასშტაბებს მიაღწევს, ეტაპობრივად აღდგება ტურიზმი და უკეთესი ძვრები იქნება. საგარეო დაფინანსებით რაც წელს იქნა მოზიდული ყველაფრის ათვისება წელსვე არ მომხდარა, ასევე მომავალ წელს დაემატება ახალი საგარეო ვალები, გვაქვს ეროვნული ბანკის რეზერვებიც და ჩვენი შეფასებით ეს სავალუტო სახსრები საკმარისი იქნება ლარის კურსის დამატებითი გაუფასურების გარეშე სავალუტო შემოდინებების აღდგენის პერიოდამდე პირდაპირ ვთქვათ მისაღწევად.

 

ლარის კურსის მხრივ ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს ასევე ინფლაციის სამწუხაროდ მოსალოდნელი მზარდი მაჩვენელი გვაძლევს. საკუთრივ, ჩვენი პროგნოზით ინფლაცია წლის პირველ ნახევარში 6%-ს გადააჭარბებს და ბუნებრივია ლარის კურსის შესაძლო კიდევ დამატებითი გაუფასურება ფასების ზრდის ტემპს კიდევ უფრო დააჩქარებს. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ უფრო აქტიური იქნება. სავალუტო ინტერვენციების გარდა, ასევე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც მინიმუმ არ გამოვრიცხავ“,  განმარტა ოთარ ნადარაიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up