ინფლაცია 20 ლარით გაზრდილ პენსიასაც „შეჭამს“

ინფლაცია 20 ლარით გაზრდილ პენსიასაც „შეჭამს“

access_time2018-06-08 17:32:15

2019-2020 წლებში პენსიონერები 20-20 ლარით გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. რას ემსახურება ხელისუფლების გათვლეა, როცა ქვეყანაში ფასები სურსათსა და მედიკამენტებზე განუხრელად იზრდება.


„20 ლარით გაზრდილი პენსია, ჩემთვის არაფერს შეცვლის. ეს ზრდა სასაცილოა. ვიდრე პენსია გაგვეზრდება ფასები 100%-ით მოიმატებს,“ - ამბობს "კომერსანთან" საუბარში პენსიონერი გულიკო შაფათავა.


პენსიონერი 180-ლარიანი პენსიით პირველ რიგში კომუნალურ გადასახადებს ფარავს, შემდეგ კი მედიკამენტებს ყიდულობს: „გასულ თვეს როცა ყველა ხარჯი დავფარე, პენსიიდან 20 ლარი დამრჩა. საკვების ყიდვაში შვილები დამეხმარნენ“.


საქსტატის მონაცემებით.  2018 წლის მაისში წლური ინფლაციის დონემ 4,9% -ი შეადგინა.  ერთი წლის განმავლობაში სურსათი 1,8%-ით, ტრანსპორტი 3,4%-ით, კომუნალური გადასახადები 4,7%-ით, ჯანმრთელობის დაცვა 4,3% -ით გაძვირდა.


„იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ზრდა პერმანენტული პროცესია და ამ კატეგორიის მოსახლეობისათვს ფასების ზრდა ინფლაციის ოფიციალურ დეკრარილებურ მაჩვენებელზე  უფრო მაღალია, პენსიის ზრდა რეალური ვერ იქნება.  პრდუქტებზე, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან პენსიონერები ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საშუალოდ. მაგალითად,  სურსათი და მედიკამენტები უფრო სწრაფად ძვირდება  ვიდრე  ინფორმაციული ტექნოლოგიები. ყურადღებით უნდა მოხდეს  ხელისუფლების მხრიდან პენსიის ზრდა. უნდა გაითვალისწინონ როგორ იზრდება ინფლაცია,“  - ამბობს ეკონომიკის დოქტორი, სოსო არჩვაძე.

 

2018 წელს პენსიების ზრდა არ იგეგმება. პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა. საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის ზაფხულში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვემოთ პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზემოთ პირებისთვის.


ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი 65 წლიდან.  ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი მდგომარეობა ასეთია:


აზერბაიჯანში საშუალო პენსია 210 მანათია, ანუ დაახლოებით 300 ლარი. ამ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 63 წელია, ქალებისთვის _ 60;


სომხეთში, სადაც საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 63 წელია, საშუალო პენსია დაახლოებით 85 დოლარს შეადგენს (208ლ);


თურქეთში მამაკაცები პენსიაში 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან, ქალები _ 58 წლის შემდეგ. ამ ქვეყანაში საშუალო პენსია დაახლოებით 465 დოლარია, ანუ 1139 ლარი.


პენსიების ზრდის შესახებ პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2019-2020 წლებში პენსიონერები 20-20 ლარით გაზრდილ პენსიებს მიიღებენ.

 




დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და მშენებლობა,...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up