დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის გაუქმება გამოაცხადა.
„უნდა დავამუხრუჭოთ, რათა ვირუსი კოტროლს დაექვემდებაროს. იმედი გვქონდა, რომ რიგ დაწესებულებას გავხსნიდით, სადაც ინფიცირების რისკი უფრო მაღალია. დღეს იძულებული ვარ გამოვაცხადო, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე ორი კვირით გადავდებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიდ ბრიტანეტში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი 1-ელ აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 302 000 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 46 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.
IMEDINEWS.GE