ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა და30 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა 15.01.2021

ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა და30 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა 15.01.2021

access_time2022-01-15 10:47:11

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  990 183-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137.
 
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც:
• 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 838, აჭარაში - 603, იმერეთში - 811.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 134, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 50, იმერეთში - 24.
• 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 - თბილისში, 557- აჭარაში.
• 44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.




The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...


მსგავსი სიახლეები

up