ინფიცირება მკვეთრად იზრდება, ეკონომიკა კი მკვეთრად იკუმშება - პანდემია კოვიდ-19

ინფიცირება მკვეთრად იზრდება, ეკონომიკა კი მკვეთრად იკუმშება - პანდემია კოვიდ-19

access_time2020-08-01 11:25:25

მსოფლიოში კოვიდ19-ით 18 მილიონზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 700 000-ია. ამ დრომდე რთული ვითარებაა ამერიკის შეერთბულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში.

თუმცა, ივლისში ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ათობით ქვეყანაში ფიქსირდება, რის გამოც სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პადემიის მეორე ტალღა ახლოვდება. ამ ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა კი თანდათან სუსტდება.

ვიეტნამი

პაციენტები
პაციენტები ვიეტნამში

მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, ვიეტნამია, სადაც დღეს პირველი პაციენტი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით. ოფიციალური მონაცემებით, 96-მილიონიან ქვეყანაში 100 დღის განმავლობაში კოვიდ19-ით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ერთ დღეში 45 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა საკურორტო ქალაქ დანანგში. როგორც მინისტრი ამბობს, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში კოვიდ19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევების.

დედაქალაქ ჰანოიში მასშტაბურად მიმდინარეობს კოვიდ19-ზე ტესტირება. ქვეყანაში დახურულია ბარები და ღამის კლუბები.

აშშ

src=https://gdb.voanews.com/D3D76C90-D80D-4B35-920C-9EC099DD7DBE_w650_r1_s.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 25 000 ადამიანი დაიღუპა ივლისის თვეში. კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მონაცემები კი ამერიკის 18 შტატში გაორმაგებულია. კვლევა სააგენტო როიტერმა ჩაატარა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1.8 მილიონი ინიფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ივლისში, ჯამში კი კოვიდ-19 დაუდასტურდა 4.5 მილიონზე მეტ ადამიანს. ამ შემთხვევაში, ინფიცირების ზრდა ზოგიერთ შტატში დაახლოებით 66%-ს აღწევს, რაც შესაძლოა შეზღუდვების სწრაფად მოხსნას გამოეწვია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას. მხოლოდ ივლისში 19%-ით არის გაზრდილი გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 152 000-ს აღემატება.

​დიდი ზრდა ფიქსირდება ფლორიდაში. სადაც 300 000-ზე მეტ ადამიანს კოვიდ19 მხოლოდ ივლისში დაუდასტურდა. ასეთივე ვითარება არის კალიფორნიასა და ტეხასში, სადაც ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ივნისის თვეშიც შეინიშნებოდა.


ინდოეთი

src=https://gdb.voanews.com/0C5A94D1-7633-4B3A-B338-CA431F69DD8C_w650_r1_s.jpg

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდ-19 52 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ამავე პერიოდში კი 900-ს აღემატება. ეს მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული რაოდენობაა. ქვეყანაში პანდემიური ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში გართულდა. ბოლო დღეებში საშუალოდ ინდოეთში 40 000 ადამიანს უდასტურდება კოვიდ19.

ბრაზილია

src=https://gdb.voanews.com/1090389a-2b35-4efd-b0e4-fd57027b4467_w650_r1_s.jpg

  ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 2,6 მილიონი ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 88 000-ს აღემატება. ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ კოვიდ19 ბრაზილიის პირველ ლედისაც დაუდასტურდა.

ესპანეთი

src=https://gdb.voanews.com/20A04BB5-0984-4794-B043-3E05013A455B_w650_r1_s.jpg

ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 285 000 აჭარბებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19 12 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 29 000 აჭარბებს. ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ ვითარებას აკონტროლებს და ვირუსის აფეთქება არ მოხდება.

ევროკავშირი საზღვრებს თავიდან კეტავს?

src=https://gdb.voanews.com/3AE06E10-0F8D-4ED1-885A-B874D8E56FA7_w650_r1_s.jpg

ევროპაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ევროკავშირმა საერთაშორისო ვიზიტორების მიღება კვლავ შეზღუდოს და ზოგიერთი ქვეყანა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში შესვლა შესაძლოა დამატებით აეკრძალოთ კანადიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსულებს. ეს ქვეყნები ამ დრომდე უსაფრთხო სიაში არიან. ამავე სიაში საქართველოც იმყოფება.

მეორე ტალღა?

src=https://gdb.voanews.com/0EB53A5B-919E-43DA-8400-F413E37324E5_w650_r1_s.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე კვირას პირველად ახსენა, რომ მსოფლიოში პანდემიის მეორე ტალღის ნიშნებია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ინგლისში ინფიცირების რაოდენობის მკვეთრის ზრდის გამო, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ პანდემიის მეორე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება და ის მეტ არეულობას გამოიწვევს.

დიდი ბრიტანეთი ავრცელებს მონაცემებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ივლისში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედოს.

დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ითხოვს სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას.

ეკონომიკური ეფექტი

src=https://gdb.voanews.com/AE39521A-A9C5-4E47-8E48-EE2A95D5C281_w650_r1_s.jpg

მსოფლიო ეკონომიკა კვლავ მცირდება, გამომდინარე იქიდან რომ პანდემიური ვითარება უარესდება. ამის ერთ-ერთი გამოხატულება დოლარის კურსის ვარდნაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკული დოლარის კურსი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ტურიზმი

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი ასობით მილიარდი დოლარით აზარალა. ინფორმაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ანგარიშით ირკვევა, რომ მხოლოდ 2020 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ტურიზმის სფერომ 320 მილიარდის ოდენობის ზარალი ნახა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 2009 წელს ფინანსური კრიზისის დროს ამავე სფეროსთვის მიღებული ზარალი.


„ამერიკის ხმა“

თეგები:
ინფიცირება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up