ინფექციურისა და რესპუბლიკურის წლობით გადაუჭრელი პრობლემები

ინფექციურისა და რესპუბლიკურის წლობით გადაუჭრელი პრობლემები

access_time2021-08-26 10:00:39

ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდომარეობა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოააშკარავა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ინფექციურ საავადმყოს საკუთარი შენობა არ გააჩნდა, ცოტა ხანში რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემებიც გამოიკვეთა - შენობის უდიდესი ნაწილი უფუნქციოდაა დარჩენილი და მუშა ნაწილშიც სანიტარული პირობები დარღვეულია.


ინფექციური სავადმყოფო ყურადღების ცენტრში გასული წლის მარტში მოექცა. იმ პერიოდში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას ორნიშნა მაჩვენებლისთვის ახალი მიღწეული ჰქონდა, გარდაცვალების ფაქტი კი ჯერ დაფიქსირებული არ იყო. წელიწადნახევრის წინ მოსახლეობამ გაიგო, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი საკუთარ შენობას 11 წელია ელოდა და 2 ხელისუფლების დაპირების მიუხედავად მიღებული არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი პერიოდულად აქციებს მართავდა, პანდემიამდე საკითხს განსაკუთრებული აქტუალობა არ შეუძენია.  


საავადმყოფოს შენობა „ავერსი ფარმამ“ 2009 წლის დეკემბერში $12.2 მლნ-დ შეიძინა. შეთანხების მიხედვით, შენობაში კლინიკას ფუნქციონირება უსასყიდლოდ კიდევ 2 წელი უნდა გაეგრძელებინა და იმ პერიოდში სახელმწიფოს შემოსული თანხიდან ახალი საავადმყოფო უნდა აეშენებინა. 2012-2018 წლებში სახელმწიფომ ავერსს იჯარის სახით 3 მლნ ლარი გადაუხადა. 2020 წლის მაისში კი ახალ 408 ათას ლარიან იჯარის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. „ავერსის“ მოთხოვნად კვლავ შენობის დაცლა რჩება. „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, კომპანიის ზარალმა რამდეიმე ათეულ მლნ ლარს მიაღწია.


გასული 10 წლის განმავლობაში ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებლად ტენდერი რამდნენჯერმე გამოცხადდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობაზე ყოფნის დროს, სახელმწიფოს მხრიდან ინფექცური დაავადებების მართვისა და ახალი საავადმყოფოს აშენების მნიშვნელობაზე ღიად საუბრობდა, მაგრამ პრობლემის მოგვარება ვერც მისი მინისტრობის პერიოდში მოხერხდა. 2020 წლის მარტში სერგეენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდა. მდგომარეობა ვერც მაშინდელი პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის პროცესში ჩართვამ შეცვალა.


ინფიქციური საავადმყოფო ფუნქციონირებას დღემდე ძველ მისამართზე - ალ.ყაზბეგის #16-ში განაგრძობს, სახელმწიფომ, მართალია, სამედიცინო აპარატურა შეიძინა, მაგრამ მესაკუთრესთან უთანხმოების გამო შენობის თუნდაც კოსმეტიკური რემონტი ვერ შეძლო, უფრო მეტიც – აპარატურის ნაწილის მონტაჟიც კი ვერ მოახერხა. შენობა კი რეალურად გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. წვიმის დროს მასში წყალი ჩადის. სველი წერტილები გაუმართავია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა იქნებოდა, მაგრამ პრობლემა ინფექციურ საავადმყოფოში განსაკუთრებით მწვავდება.



2020 წლის ივლისში პრემიერ გახარიას გადაწყვეტილებით ახალი შენობის აშენების ან რომელიმე უკვე არსებული კორპუსის შესყიდვისთვის 40 მლნ ლარი გამოიყო. ერთ-ერთ ვარიანტად, დიღომში ლუბლიანას #70-ში მდებარე სამედიცინო ინოვაციების ცენტრი სახელდებოდა. იგივე შენობა ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად მარტშიც განიხილებოდა. მაშინ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამრელიძე იმედს გამოთქვამდა, რომ გადასვლა წლის ბოლომდე მოესწრებოდა. გამყრელიძის მიერ დასახელებული თარიღიდან 8 თვის შემდეგ ყველაფერ ისევ ისეა, როგორც 1.5 წლის წინ.


2020 წლის დეკემბერში თენგიზ ცერცვაცემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს საავადმყოფოს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.


2021 წლის მარტში თენგიზ ცერცვაძემ jandacva.ge-სთან ინტრვიუში აღნიშნა, რომ ლუბლიანას ქუჩაზე გადასვლა (სამედიცინო ინოვაციების ცენტრი) წლის ბოლომდე დასრულდებოდა. „ესაა ერთ–ერთი საუკეთესო შენობა, რომელიც სპეციალურად სამედიცინო დაწესებულებისთვისაა აშენებული. მშენებლობა და გარე სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ  ჩასატარებელია შიდა სამუშაოები, რაც მარტივი არაა, რადგან ესაა 11-სართულიანი შენობა 11 ათასი კვადრატული მეტრი ფართობით“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.


განსხვავებული მოსაზრება გააჩნია პროფესორ კახა ჯაყელს, რომელიც მიიჩნევს, რომ უმჯობესია სახელმწიფომ ავერსისგან ძველი, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფართი და შენობა-ნაგებობები გამოისყიდოს. როგორც კახა ჯაყელმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, ინფექციური საავადმყოფოს გადატანა, მსი სპეციფიკის გამო, რთული პროცესია, ლუბლიანას ქუჩაზე გადატანა კი საერთოდ გაუმართლებელია, რადგან ტერიტორიაზე დატვირთვა ისედაც დიდია, რისკები კიდევ ურო იზრდება. გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოსთვის გარშემო მწვანე საფარის ქონაა აუცილებელი, რაც ახალ მისამართზე ვერ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, პრივტიზაციის იდეა 2004-2005 წლებში გაჩნდა, რაც, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხით თავიდანვე გაუმართლებელი იყო.


ინფექციურის მსგავსად რესპუბლიკური საავადმყოფოც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მას შენობა არ დაუკარგავს, მაგრამ ის შენობა, რაც აქვს, კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. პრობლემების შესახებ გასული წლის სექტემბერში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ალაპარაკდა, რომელსაც კორონავირუსისგან აღნიშნულ სამედიცინო პუნტში მკურნალობდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ფოფხაძის განცხადებამ გააღიზიანა და მას სახელმწიფოებრივი აზროვნება დაუწუნა, თუმცა პრობლემების ნაწილი, მაგალითად ის, რომ ცხელების ცენტრში პალატებს ინდივიდუალური სველი წერტილი არ გააჩნდათ, დაადასტურა. გოფოძის განმარტებით, საავადმყოფო აშენების პერიოდში (1973 წელი) ინფექციურ პაციენტებზე გათვლილი არ ყოფილა და შენობის კონსტრუქცია საპირფარეშოების დამატების საშუალებას არ იძლეოდა.


„კომერსანტთან“ საუბრისას კახა ჯაყელმა კომენტარი რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც გააკეთა. მისი თქმით, პრობლემებზე პასუხისმგებელია როგორც თავად სახელმწიფო და ჯანდდაცვის სამინისტრო, ასევე კლინიკის მენეჯმენტი.


სანამ ქვეყანა პანდემიის ტალღებს ებრძვის, პაციენტების დიდ ნაწილს მკურნალობა არასათანადო პირობებში უწევთ და როდის მოგვარდება ელემენტარული პრობლემები, დაზუსტებით ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up