ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს

access_time2019-11-29 10:00:44

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შესაძლებელია ფუნქციონირება შეწყვიტოს.


სამედიცინო დაწესებულება იმ ფართის გარეშე რჩება, რომლიც ჯანდაცვის სანებართვო პირობებით  ცენტრის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ამის შესახებ კომერსანტს ამავე საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა  შოთა გოგიჩაიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია.

 

„ტერიტორიის მფლობელმა დაიწყო შენობის დემონტაჟი,რომელშიც განთავსებული გვაქვს სამრეცხაო, უტილიზაციის ნარჩენების შემკრები ფართი, სახელოსნო და საწყობი. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების კანონს ვექვემდებარებით და საწყობში საკმაოდ დიდი რაოდენობის მეტალის ნარჩენები გვაქვს( ძველი საწოლები), რომელის გასხვისების უფლება არ მაქვს თუ აუქციონზე არ გავიტანე. ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ საავადმყოფომ ფუნქციონირება გააგრძელოს, განსაკუთრებით საყურადღებოა სამრეცხაო და უტილიზაციის ნარჩენების შემკრები პუნქტის არსებობა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ესეთი ბორდერიზაციით 11 500 კვ.მ.-დან ჩვენი სამუშაო ფართი 7500 კვ. მეტრამდეა შემცირებული. კომპანია ავერსმა ამის შესახებ გაგვაფრთხილა, მაგრამ სამწუხაროდ ინვენტარის წაღება და განთავსება სხვაგან არ შეგვიძლია. ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და პირობა მოგვცეს, რომ ამ საკითხს დაარეგულირებენ. აღსანიშნავია ის, რომ დაახლოებით ერთი წელი ჯანდაცვის სამინისტრო სთხოვს „ავერსს“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას თუმცა, კომპანია საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგია. ახლა ინფრასტრუქტურის მოშლის და საავადმყოფოს ფუნქციონირების შეწყვეტის არგუმენტად მოიყვანეს ის რომ ჩვენ ფულს არ ვიხდით“, - აცხადებს შოთა გოგიჩაიშვილი.

 

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მყარი დაპირება მიიღო, რომ შენობა ნაგებობასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში მოიხსნება. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტირებას ამთავრებს, 7700 კვ. მ ლუბლიანას ქუჩაზე უკვე გამოყოფილია. თუმცა,მსგავსი დაპირება არა ერთი ყოფილა.


კომერსანტი აღნიშნულ პრობლემაზე აქამდეც წერდა. პირველი დაპირება 2009 წელს გაიცა. მაშინ კოლეგიის ოთახში გამოკრული იყო ახალი საავადმყოფოს რენდერიც. პერსონალს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღესაც მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში იმუშავებენ. თუმცა, პროექტი ორჯერ შეცვალა ლოკაცია კი სამჯერ. ინფექციური საავადმყოფოს მისამართი კი ამ დრომდე არ შეცვლილა.

 

როგორც შოთა გოგიჩაიშვილი გვიყვებოდა, 400-ზე მეტი ყოველდღიური პაციენტი გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, სრულყოფილ სტაციონარულ მომსახურებას  ვერ იღებდა. ის ამბობდა, რომ თუ უმოკლეს დროში რაიმე არ შეიცვალებოდა,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებდა და ათასობით პაციენტი მკურნალობის გარეშე დარჩებოდა, მათ შორის შიდსის და C ჰეპატიტის მქონე პაციენტებიც.

 

მაშინ შოთა გოგიჩაიშვილი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს შენობები იჯარით ჰქონდა აღებული, რაშიც ყოველთვიურად 40 000 ლარის იხდიდა. მისი თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ დაახლოებით 3 000 000 ლარზე მეტი გადაიხადა იმაში, რომ პერსონალს საბჭოთა განადგურებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია და სიბინძურე აღარავის უკვირს, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონოდა.

 

საკითხს „კომერსანტთან“ შპს ,,ავერსი–ფარმა“ ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს. მათი თქმით, შენობაში ყოფნაც კი სახიფათოა არათუ რაიმე სერვისის მიწოდება/განხორციელება. შპს ,,ავერსი–ფარმა“-ს ოფიციალურ კომენტარს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„2012 წლის 8 თებერვლიდან შპს ,,ავერსი–ფარმა“–ს საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ალ. ყაზბეგის ქ. #16.

 

ბუნებრივია, კომპანიის ინტერესია  ჰქონდეს განვითარებული და მოვლილი ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორია. შედეგად, 2012 წლიდან მხოლოდ კეთილმოწყობაზე დახარჯულია 3 000 000 ლარზე მეტი, ხოლო ტერიტორიიდან გადატანილი იქნა 250 მანქანაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაგავი.

 

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, რაც ასევე მოიცავს სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქციას, რემონტს აპარატურით აღჭურვას და ა.შ. 20 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ტერიტორიის კეთილმოწყობის და განვითარების პროცესი არ დასრულებულა, წლების განმავლობაში ხელი გვეშლება საკუთარი საჭიროებისათვის აღნიშნული ქონებით სარგებლობაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი დაკავებული აქვს ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს.

 

წლებია ვითხოვთ ტერიტორიის დაცლას, რომ მესაკუთრეს მიეცეს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრებით სარგებლობის უფლება, თუმცა,უშედეგოდ. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია, მიუხედავად არაერთი დაპირებისა და დათქმული ვადისა – ინფექციური საავადმყოფო არ ცლის უკანონოდ დაკავებულ ფართს. 2019 წლის 1 იანვრიდან ფართში არიან უკანონოდ და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად,დღესაც უცნობია კონკრეტული ვადა თუ როდის დაუბრუნებს კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს.

 

დემონტაჟის  უფლებას კომპანია ფლობს და შეთანხმებულია სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებასთან, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ინფორმირებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ადმინისტრაცია. მათ კანონის დაცვით მიეცათ გონივრული ვადა დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობის დასაცლელად, რომელიც საკმაო ხნის წინ გავიდა. მოგეხსენებათ, დემონტაჟის ნებართვას აქვს განსაზღვრული ვადა და ჩვენ ვალდებული ვართ დემონტაჟი განვახორციელოთ ამ ვადაში.

 

ამავდროულად საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ განხორციელდება არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, არსებული სერვისების გაფართოება, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება“,- განმარტავენ შპს ,,ავერსი–ფარმა“-ში.

 

შეგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში -„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს წლის განმავლობაში 50 000 ზე მეტი ამბულატორიული პაციენტია და 5 000 მდე სტაციონარული პაციენტი ჰყავს. არსებული პრობლემების გამო, შესაძლოა მკურნალობის გარეშე დარჩნენ შიდსით და სხვა ინფექციებით დაავადებული პაციენტები და საფრთხე შეექმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას.

 

შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.


უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.


კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.


ბაჩო ადამია




მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up