ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიკა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ცენტრში 4 პაციენტი მოთავსდა, 2 მათგანს H1N1 დაუდგინდა, 2 კი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. მათი ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, საჭიროა კვლევის გაგრძელება, საბოლოო პასუხი კი დაახლოებით 2-3 დღეში იქნება“, - აცხადებს მარიკა ეზუგბაია.
რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
Imedinews