ინფექციონისტი:  შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები

ინფექციონისტი: შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები

access_time2020-09-07 17:00:49

კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად სულ უფრო ხშირად გაისმის სპეციალისტების მხრიდან დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დადო და ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან ცალკეული მოქალაქეები, და რომ შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს. – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საკუთარ facebook გვერდზე წერს.

 

მისი თქმით, მას არ მოსწონს ეს პათოსი და პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე.

 

„მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.

 

ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე იმაშია, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტზე და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს.

 

ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები.

 

ამიტომ იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ თქვენი ბრალიაო.

 


ნამდვილად გვქონდა შესანიშნავი სტატისტიკა, იმედია ასეც გაგრძელდება, მაგრამ თუ შემთხვევათა აღმავლობა იქნება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება. უბრალოდ, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რაც არ უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს.

 

ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს ვაჯობეთ ინფექციის მართვაში, იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე ბევრჯერ უკეთესი ჯანდაცვა აქვთ, ცოტა ნაფიქრი ექნებოდათ, ასეთი ტოტალური ჩაკეტვა ღირს თუ არა, და რისკები და სარგებელიც ცოტა აწონილ-დაწონილი.

 

როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტინი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ, ამიტომ დაემართათ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ბევრი პრობლემა აქვთ და ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებები არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის განვითარებულ სამყაროში, ხშირად ცოტა ქაოსურად და სპონტანურად მიიღება.

 

როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. სახლში თვეობით ჩაკეტილმა ადამიანმა ზაფხულში დასვენება და კაფეში შესვლა თუ გადაწყვიტა, როგორ უნდა დათვალოს, ამ სივრცეში უკვე 99 ადამიანია და მე-100 არ ვიყოო, არ ვიცი.

 

ამიტომ ცოტა გამაღიზიანებელია ფეისბუქზე იმ ხალხის შეჩვენება, ვინც ამ ადგილებში დადის. სპეციალისტები (ჩემი ჩათვლით) მოვუწოდებთ ხალხს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და ეს სწორი მოწოდებაა, მაგრამ ისევ და ისევ, გაურკვევლობას და ორაზროვნებას ქმნის, სად და ვისთვის შეიძლება თავშეყრა და ვისთვის არა?

 

ეს, სხვათა შორის, იმ ექიმებსაც ეხება, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ჩაქვში წასვლით და რატომღაც ახლა ყველა მათ ეჩხუბება ფეისბუქზე. თუ არ უნდა წასულიყვნენ, მაშინ შესაბამის რეგულაციას ამისი უფლება არ უნდა მიეცა.

 

ისე, არა მგონია ოთხასივე ექიმი ერთად შეკრებილიყო, კონფერენციას ცალკეული სექციები აქვს ხოლმე (მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი ჩაქვში არ ყოფილა, უბრალოდ მგონია, რომ იქ მყოფ ექიმებს უსამართლოდ აკრიტიკებენ და ექიმებსაც აქვთ მოდუნების უფლება).

 

მოკლე შინაარსი ის არის, რომ საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და ეკონომიკაც.

 

რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და ბოლოსდაბოლოს ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც“,- წერს მაია ბუწაშვილი.


ambebi5.blogpost.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up