ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი მის მიმართ თენგიზ ცერცვაძის შენიშვნას პასუხობს

ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი მის მიმართ თენგიზ ცერცვაძის შენიშვნას პასუხობს

access_time2020-05-03 13:58:15

„ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე“, - ამ სიტყვებით ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნაზე პასუხობს. 

ის განმარტავს, რომ მისი მოსაზრება არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად და სთხოვს თენგიზ ცერცვაძეს, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებს.

„ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე:

- ერთდაერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის პირველი მაისის Twitter-ზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, საქათველში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 98% აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2 % -ს მძიმე ფორმა.

ალბათ გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აცილებლობაა სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნების, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს. ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე ავღნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა.

ზოგადად, მკურნალობის საკითხებს, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რაც ეფუძნება ყველა ცივილური ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციებს ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ.


ამ მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.

პ.ს. და ბოლოს, ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!

ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში!
ბედნიერი ვიქნები, თუკი ამ ბრძოლაში მომავალი ექიმები მხოლოდ პაციენტების უანგარო სიყვარულს, კოლეგიალობასა და ერთმანეთის გატანას ისწავლიან ჩვენგან!

ქედს ვიხრი ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც იბრძვიან პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. მესმის სათქმელად ბევრი რამ ადვილია და ზოგჯერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებებია და არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას მიზნად არ ისახავდა. გთხოვთ, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებთ.

მე კი მხოლოდ ჩემი ხალხის ჯანმრთელობა და ბედნიერება გამახარებს! მე მხოლოდ, ჩემი პატარა პაციენტების უდარდელი ბავშვობა და მათი მშობლების სახეზე სიმშვიდის დანახვა მინდა, ვისი ოჯახებიც დღეს ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან თვითიზოლაციაში და აგერ მეორე თვეა ყოველი დღე გაურკვეველი მომავალის შიშით უღამდებათ“, - წერს ინფექციონისტი Facebook-ზე. 

„28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.

„მას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა“, - განაცხადა ამის საპასუხოდ თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები:
ექიმები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up