„აიგრუპის“ მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის. ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათ წუხილს“ - აცხადებს კახა გულედანი აიგრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
დეტალებს პრეზენტაციასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაგაცნობთ.
(R)