ინდუსტრიები, რომლებსაც პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი წარმატება ელით

ინდუსტრიები, რომლებსაც პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი წარმატება ელით

access_time2020-11-21 12:00:09

კორონავირუსმა მსოფლიო ჩიხში შეიყვანა, ამის შედეგია ის, რომ ბევრი მცირე ბიზნესი, მათ შორის დიდი ინდუსტრიული წარმოება გაჩერდა.

თუმცა, მედლის მეორე მხარეს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს სფეროები, რომლებმაც პირიქით, აღმასვლა განიცადეს.

დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ისეთ ტენდენციებს, რომლებსაც COVID-19 კრიზისის დასრულების შემდეგ აყვავება ელის.

პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობა (PPE)

პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობა არსებული პანდემიის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად რესურსს წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც აღჭურვილობის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, რესურსის დეფიციტი შეიქმნა, ამიტომ, მომავალში მომარაგების საკითხი დღის წესრიგში დადგება. მომავალში მსგავსი კრიზისის თავიდან აცილების მიზით, საავადმყოფოები მარაგს ავსებენ. მოთხოვნაც ორმაგად და სამმაგად გაიზრდება.

PPE– ს უმეტესობას ვადის გასვლის თარიღი აქვს და ამიტომ საჭირო იქნება ახალი აღჭურვილობის მარაგის მუდმივი განახლება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები შეინარჩუნებენ საქმიანობას. ციფრული "ჭკვიანი" PPE ასევე სწრაფად განვითარებადი ბაზარია, რადგან მწარმოებლები ცდილობენ აწარმოონ რაც შეიძლება უსაფრთხო და გამოსაყენებელი მოწყობილობა.

ონლაინ შეხვედრების პლატფორმები

ვირტუალური შეხვედრები დღევანდელ ყოფაში ნორმად იქცა. ინდუსტრიის სათავეში მყოფი ერთ-ერთი კომპანია, Zoom, სწორედ ამ პერიოდში “აყვავდა“, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში აქციების ფასი 100% -ით გაიზარდა. Google– მა თავისი პლატფორმის Google Hangouts პრემიუმ ფუნქციები სექტემბრის ბოლომდე უფასო გახადა. Microsoft– ის ყოველდღიური მომხმარებლები მარტის თვეში 32 მილიონიდან 44 მილიონამდე გაიზარდა. სავარაუდოდ, იგივე ტენდეცია გაგრძელდება მომავალშიც.

კომპანიების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე უკვე ადაპტირდა, სავარაუდოდ, მუშაობის დისტანციური სტილი მომავალშიც გაგრძელდება. ამის გათვალისწინებით, Microsoft- ის, Google- ის, Zoom- ისა და სხვების მიერ მოწოდებულ პლატფორმებზე კვლავ დიდი მოთხოვნა იქნება.

გაცნობის აპები

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, გაცნობის აპები, მეგობრის და თანამეგზურის პოვნის ერთ - ერთ მთავარ საშუალებად იქცა. აშშ-სა და სხვა დიდ ქვეყნებში ასეთი აპების გადმოწერის რაოდენობამ საოცარ ციფრებს მიაღწია. EMarketer– ის თანახმად, აპლიკაციების მოხმარების რიცხვი 2016 წელს 32.5% –ით გაიზარდა, 2019 წელს ტენდენცია უცვლელი რჩება. რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია აპლიკაციებმა როგორიცაა - Tinder, Bumble და Hinge.

გარდა იმისა, რომ გაცნობის აპების მოხმარება კომფორტული, სახალისო და ადვილია, ადამიანებს პანდემიის პირობებში ერთმანეთთან ურთიერთობების მოთხოვნილებებსაც უკმაყოფილებს.

კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვან და დიდ ბიზნესად ითვლებოდა. ციფრული ერის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება კიბერუსაფრთხოების როლი კაცობრიობის არსებობაში.

სუსტი კიბერ დაცვა იმის პირდაპირი მაჩვენებელია, რომ ვირტუალური შეხვედრების პლატფორმები, აპები, სოციალური ქსელები და ყველა პირადი მონაცემი ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი თავდამსხმელი იყენებს სანდო კომპანიების სახელებს და ლოგოებს, (მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას WHO), რომ მომხმარებლები საშიშ ბმულებზე გადამისამართდენ.


ინტერნეტის სიხშირი, ხარისხის და სხვა ვირტუალური სფეროების გავითარებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების სფერო სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ონლაინ სწავლება

კორონავირუსის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა აიძულა განათლების სისტემა ინტერნეტში “გადაბარგებულიყო.“ ახლა, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო განათლების მისაღებად იტერნეტს იყენებს, ფუნქციური აპების გამოყენება და დახვეწა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

საკითხი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ შეეხო. სტუდენტების უმეტესობა სასწავლო წლის დისტანციურად დასრულების მიზნით შინ გაგზავნეს. განათლებაში ტექნოლოგიური მომავლის შესახებ კითხვაზე, უნივერსიტეტების ლიდერების 63% –მა იწინასწარმეტყველა, რომ 2030 წლისთვის პრესტიჟულ უნივერსიტეტებს სრული საუნივერსიტეტო კურსები ონლაინ ექნებათ.

ონლაინ ფიტნესი

ონლაინ ფიტნესის ფინანსური ბრუნვა კორონავირუსამდე თითქმის 100 მილიარდი დოლარი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიტნეს ინდუსტრია ყვაოდა. როდესაც ბევრი სავარჯიშო დარბაზი იძულებული გახდა სტუდიები დაეხურათ, ბევრი ონლაინ ვარჯიშებზე გასასავლელად მზად არ აღმოჩდა. მათ, ვინც ფიტნესის სერვისების ონლაინ შეთავაზება შეძლო, სარგებელიც ნახეს.

ბრიტანელი ფიტნეს ინსტრუქტორი ჯო ვიქსი, მწარე რეალობას სწრაფად მოერგო და ათასობით ოჯახს ვარჯიშებს YouTube-ის საშუალებით უტარებდა. ვიქსმა მისი პროფილი გლობალურად გაზარდა.

პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მსახიობ კრის ჰემსვორტის ფიტნეს აპლიკაციის ჩამოტვირთვები 300% -ით გაიზარდა.

ვიდეო თამაშები

კორონავირუსის პანდემიამ ვიდეო მოთამაშეებს მისცა დრო, რომ საკუთარი უნარ-ჩვევები დაეხვეწათ. მარტში Nintendo– ს თამაშის Animal Crossing: New Horizons– მა გაყიდვაში გაუშვა თამაში, სადაც კომბინირებული იყო სერიის ყველა წინა თამაში. იმავე თვეში სათამაშო სტრიმინგის პლატფორმა Twitch- ის გამოყენებამ 100% -ით მოიმატა.

პანდემიის წყალობით ვიდეო თამაშების გაყიდვები ნამდვილად იზრდება და COVID-19-ის დასრულების შემდეგ მოთამაშეებს ჩვევაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

ბავშვთა სათამაშოები

მთელს მსოფლიოში არც ერთ სფეროს ისეთი ზრდა არ განუცდია პანდემიის პერიოდში, როგორც საბავშვო სათამაშოების იდუსტრიამ გაიცადა. მხოლოდ აშშ – ში, წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სათამაშოების გაყიდვების 16% –იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს კი კოლოსალურ თანხას შეადგეს.

“ბესტსელერები“ თავსატეხები გახდნენ, რაც ბაზრის 37% -ს შეადგენდა. ასევე პოპულარული იყო ეზოს სათამაშოები, სამშენებლო ხელსაწყოები და სახატავი საშუალებები. დიდ ბრიტანეთში სათამაშოების მწარმოებელმა Hornby- მა, რომელიც Scalextric- ის მანქანების კომპლექტებსა და Corgi- ს მანქანებს ქმნის, გაყიდვების 33% -იანი ზრდა განიცადა. სწორედ პანდემია დაეხმარა ფირმას, დაგროვილი ვალების გასტუმრებაში.

გასართობი არხები

DVD– ის დაქირავების სერვისით დაწყებულმა კომპანიამ, რომელიც 1998 წლიდა ფუნქციონირებს, დღემდე გრძელი გზა გაიარა. 20 წლის შემდეგ Netflix მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილმების სტრიმინგის სერვისია და მხოლოდ აშშ – ში თითქმის 70 მილიონი გამომწერი ჰყავს. კორონავირუსის დაწყებამდე Netflix– ის საფონდო ფასები იცვლებოდა, მაგრამ დედამიწის მასშტაბით კინოთეატრების დახურვამ ყველაფერი შეცვალა. Netflix- მა უამრავი ერთგული თაყვანისმცემელი მოიპოვა.

თითქმის ყველა რეიტინგული ეკრანიზაციის სახლიდან ყურება, ერთგვარი ფუფუნებაა. მსგავსი ტიპის სტარტაპებს, მომავალში დიდი წარმატება ელით.

ონლაინ სუპერმარკეტები - მიტანის სერვისები

უსამართლობა იქნება თუ პანდემიის ერთ-ერთ რეკორდრულად მომგებიან სფეროს, ონლაინ ვაჭრობასა და მიტანის სერვისების შესახებ არ ვისაუბრებთ.

სასურსათო მიწოდებაზე დადებული მცირე ფინანსები, სწრაფად გაორმაგდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსთან ბრძოლის გამო, ეპიდემიოლოგებმა სახლში დარჩენის რეკომენდაცია გასცეს.

საბითუმო ვაჭრობის მსოფლიო ლიდერმა აშშ-ში, Walmart-მა არახული ფინასური მოგება მიიღო. იგივე ბედი გაიზიარეს გაერთიანებული სამეფოს ონლაინ სუპერმარკეტებიმა. ვირტუალურ სუპერმარკეტ Ocado– ზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ კომპანიაში არსებული 56 მლნ დოლარის დეფიციტის შევსებაც კი შეძლეს. ვირტუალური სუპერმარკეტის სრული მოგება 40 მილიონიდან 78 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გლობალური გამოთვლებით 2019 წელს სურსათის მიწოდების ინდუსტრიის ღირებულება 41 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ პანდემიის წყალობით, წელს 45 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Bpn.ge





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up