მიუხედავად ლოქდაუნისა ადამიანები დაზღვევას აქტიურად მოიხმარენ -  დევი ხეჩნაშვილი

მიუხედავად ლოქდაუნისა ადამიანები დაზღვევას აქტიურად მოიხმარენ - დევი ხეჩნაშვილი

access_time2021-04-27 16:15:42

“კორონავირუსმა როგორც მთელ ეკონომიკას, ისე ჩვენს სექტორსაც ძალიან დაარტყა, მაგალითად დაზღვევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვგულისხმობ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების სავალდებულო დაზღვევის პროგრამას, განახევრდა და დარჩა მხოლოდ კომერციული ნაწილი, გარდა ამისა ქვეყანაში ტურისტები აღარ არიან, შესაბამისად ბუნებრივია, რომ სასტუმროების და მთელი ტურისტული ბიზნესის სადაზღვეო მომსახურეობა განულებულია.” -   ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში დაზღვევის დრო  საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.



“მეორე შედეგი, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ინდუსტრიამ შეძლო და სადაზღვეო შემთხვევების ბევრად უფრო ეფექტური მართვა ისწავლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ზარალიანობას ბევრად უფრო აკონტროლებენ, რასაც ხელი ნაწილობრივ ქვეყანაში გამოცხადებულმა პირველმა ლოქდაუნმა შეუწყო, რადგან გარკვეული სერვისები შეიზღუდა და მიმართვიანობა ნაკლები იყო. თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს ეს ასე აღარ არის და მიუხედავად ლოქდაუნისა ადამიანები დაზღვევას აქტიურად მოიხმარენ.”    აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.



ხეჩინაშვილის თქმით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ ინტერესი საშუალოზე მეტად გაიზარდა, მისივე თქმით საგრძნობლად გაზრდილია ინდივიდუალური დაზღვევის შემთხვევებიც.



სამწუხაროდ პენსიონერების მიმართ, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის არასწორი მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ პენსიონერი დაზღვეულია, ის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით ვერ ისარგებლებს. ეს არ არის სწორი და ეს ქართული გამოგონებაა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს სახელმწიფო სერვისებზე უარის თქმა უწევს.დაზღვევის მიზანი ხომ ის არის, რომ ადამიანი უფრო დაცული იყოს, ამიტომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ მან თავისი ჯიბიდან დაამატოს რაღაც, ის არ ისჯება და სახელმწიფო სერვისებზე წვდომას არ კარგავს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა კორონას ეფექტი ზარალიანობაზე ნამდვილად არის, თუნდაც იგივე ავტოდაზღვევის მიმართულებით შემცირებაც გვაქვს. ჩემი აზრით სტაბილურობა მოიტანა იმანაც, რომ იმ კომპანიების გარდა, რომლებმაც პირდაპირი დარტყმა მიიღეს, უმეტესობამ სადაზღვეო დაფარვები შეინარჩუნა.საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს წელი იყო წარმატებული. გასულ წელს თუ 6 კომპანია იყო ზარალიანი, წელს ზარალიანი არის 2 კომპანია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.” - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.



დევი ხეჩინაშვილმა ავტოდაზღვევის მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომანქანაა რეგისტრირებული და მათგან 80 000 დაზღვეული. მისივე თქმით სწორედ აქედან გამომდინარეობს არასტაბილურობა. 



“საქართველოს გარდა გაეროში არსებული 200 ქვეყნიდან 187 აქვს ეს დაზღვევა. მსოფლიოში არც ერთი სავალდებულო დაზღვევა  სადაზღვევო კომპანიების სასიკეთოდ არ კეთდება. ეს არის დაზღვევა, რომელიც ეფუძნება no fold პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალეულობის მიუხედავად ზარალი გინაზღაურდება. ეს არის სწორედ სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი და მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული წლების მერე ფონს გავალთ. ჩვენი დღევანდელი სადაზღვეო ზედამხედველობა, არის ძალიან კარგად აღჭურვილი, აქვს ძალიან კარგი პროგრამები თავის ევროპელ პარტნიორებთან, აქვს  პროფესიულად გამართული და შედეგზე ორიენტირებული სტაფი და ხელმძღვანელობა”. -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.



კითხვაზე თუ რა ცვლილება მოხდა 2020 წელს სადაზღვეო სექტორში გაციფრების მიმართულებით, დევი ხეჩინაშვილმა აღნიშნა, რომ გაციფრების პროცესი თავისთავად ყველა სექტორში მიმდინარეობდა, თუმცა ამ ლოქდაუნებმა მას სერიოზული იმპულსი მისცა და ამ მოკლე ხნის განმავლობაში დაახლოებით 10 წლის სამუშაო გაკეთდა და ადამიანებიც ყველაფრის ციფრულად გაკეთებას მიეჩვივნენ. 



“რაღაცის გაყიდვა ერთია, მაგრამ ზარალების რეგულირება და ფულის გადახდა და ა.შ. ყოველგვარი პირადი კონტაქტის გარეშე მარტივი არ არის. სერიოზული მუშაობა მიდის ამ ყველაფრის გასაუმჯობსებლად, იგივე ავტოდაზღვევის ნაწილში, ჯანდაცვის ნაწილშიც სადაზღვეო კომპანიასთან და მის ოფისთან დღეს არანაირი შეხვედრა აღარ არის საჭირო, აგზავნი საბუთებს და იღებ ანაზღაურებას. ახლა ძალიან საინტერესო და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელიც მთელ მსოფლიოშია , ე.წ.ფინტეკი , რაც გულისხმობს საფინანსო სფეროს, ტექნიკურ მიღწევებს და ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს. როდესაც თქვენ გყავთ მანქანა, ეს არ ნიშნავს იმას რომ მანქანა სულ უნდა იყოს დაზღვეული, არამედ, როდესაც თქვენ მანქანაში ჩაჯდებით და დაძრავთ მაშინ გჭირდებათ დაზღვევა. ეს მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, მაგრამ რასაკვირველია ჯერ ტრადიციული ფორმები დომინირებს.ჩვენ ჯერ კიდევ ტრადიციული ფორმები გვაქვს განსავითარებელი არა  თვითონ კომპანიებში, არამედ თვითონ მომხმარებელში, რადგან დაზღვევის გამოყენება არის ცოტა. 

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც ქვეყანაში მილიონ ნახევარი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან 80 000 მანქანაა დაზღვეული ეს არანაირ ეფექტს არ იძლევა. როდესაც შენ გაქვს სადაზღვეო ინდუსტრია, რომელიც არაჩვეულებრივად მართავს ჯანმრთელობის დაზღვევის შედეგად წარმოქმნილ სადაზღვევო შედეგებს და ამას  არ იყენებ ეს ძალიან არასწორია. სადაზღვეო მექანიზმით სადაზღვეო მედიცინა ამ პრობლემას ეფექტურად ებრძვის, ჩვენ საქართველოში გვაქვს იმის მონაცემები, რომ დაზღვეული სამჯერ  უფრო მეტ წამალს ხარჯავს ვიდრე სხვა ქვეყნებში.”-  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.



ხეჩინაშვილმა განმარტა, რომ ავტომობილების დაზღვევა მნიშვნელოვანია არა მარტო დასტაბილურებისთვის არამედ იმისათვის, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ ცოდნის გამზიარებლები და პროფესიონალები საქართველოს ბაზრით დაინტერესდნენ, რაც სადაზღვეო ურთიერთობების გარეშე რთულია, რადგან ხეჩინაშვილის თქმით, ქვეყანას, რომელშიც გამართული სადაზღვეო ურთიერთობები არ არის, სერიოზულად არ უყურებენ.



სადაზღვევო ურთიერთობებში შედის მილიონ ნახევარი ადამიანი, ამდენივე ადამიანი ზარალის შემთხვევაში იღებს ანაზღაურებას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამასთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, ცნობილია რომ ჯიბიდან ფულის ამოღება არავის არ უყვარს, მაგრამ ეს ეტაპი ჩვენ გასავლელი გვაქვს და ამას რომ გავივლით, საქართველოში პრინციპულად სხვა ბაზარი იქნება. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ქვეყნის შიგნით დაგროვების სტიმულირება, ისევე როგორც ეს მოხდა სავალდებულო საპენსიო სისტემის ამოქმედებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა სავალდებულო ნაწილზე, მაგრამ ისეთ ნაწილზე, რომელიც საგადასახადო თვალსაზრისით არის ხელშეწყობილი, რადგან თუ ადამიანი დღეს სიცოცხლეს ათი წლით დააზღვევს და შემდეგ სამ თვეში რაღაც მოუვა ოჯახი 10 000 ლარს მიიღებს და არა იმას რაც შეიტანა, შესაბამისად ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, როგორც დაგროვების სტიმულირების ასევე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ეს უნდა გამოვიყენოთ. იყო წლები საქართველოში, როდესაც საქართველოს მთავრობა ამბობდა, რომ მას არ სჭირდება ის მცირე ფული, რომელიც შეიძლება, რომ საქართველოში დაგროვდეს და მას სურდა ამ ფულის გარედან მოზიდვა. ამ მთავრობამ, როცა საპენსიო რეფორმის მეორე ნაბიჯი გაატარა თქვა, რომ მას აინტერესებს ქვეყნის შიგნით დაგროვება, აინტერესებს როგორც სოციალური დაცვის თვალსაზრისით ასევე რესურსის გაჩენის თვალსაზრისით . ახლა მესამე ნაბიჯია გადასადგმელი, რომელიც იქნება არასავალდებულო ფისკალურად ხელშეწყობილი სიცოცხლის დაზღვევის სისტემა , თავისი საპენსიო სისტემით , თუ ბავშვების განათლებისთვის შეტანილი დაგროვებითი სისტემით”  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.



დევი ხეჩინაშვილმა 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სამომავლო გეგმები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით იყო ილუზია, რომ 2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანა პოსტ კოვიდურ პერიოდში იქნებოდა, თუმცა ეს ილუზია ახლა ნაკლებია. 


ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ 2021 წელს, პარლამენტი ავტო დაზღვევაზე იმსჯელებს, ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ რომ 2021 წელს პარლამენტმა შეიძლება არასავალდებულო სიცოცხლის დაზღვევაზეც იმსჯელოს, ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ეს დრო იქნება  ფინტეკის განვითარებისთვის გამოყენებული და უკვე  2022-2023 წლიდან უკვე ამ უპირატესობების და ნამუშევრის  რეალიზაციის საშუალება გვექნება” -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა


თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up