ინდონეზიურმა ავიაკომპანიამ თვითმფრინავს წინა მხარეს დიდი ლურჯი პირბადე მიახატა.
აღნიშული ქმედება კორონავირუსული პანდემიის ფონზე სპეციალურ კამპანიას წარმოადგენს, რომელიც ხალხს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.
როგორც Staff-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამი, Airbus A330-900neo-ს შეღებვითი სამუშაოები 120 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო პროცესში მონაწილეობას 60 ადამიანი იღებდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზით კომპანია კიდევ 4 თვითმფრინავის შეღებვას აპირებს.
ამ დროისთვის ინდონეზიაში კორონავირუსის 325,000-ზე მეთი შემთხვევაა დადასტურებული, სადანაც თითქმის 12,000 ინფიცირებული გარდაიცვალა.
imedinews