ქორწინებამდე თანაცხოვრება შეიძლება,ინდონეზიაში ექვსთვიანი პატიმრობით დაისაჯოს

ქორწინებამდე თანაცხოვრება შეიძლება,ინდონეზიაში ექვსთვიანი პატიმრობით დაისაჯოს

access_time2019-09-19 10:00:46

ინდონეზიაში ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში წყვილებს (სქესობრივი კავშირი) ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი კრიმინალური კოდექსი, რომლის მიღებაზეც ინდონეზიის მთავრობის წევრები და პარლემენტის წევრები შეთანხმდნენ.


კანონპროექტის მიხედვით, დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც „ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ“, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.


დაუქორწინებელი წყვილების მიმართ საქმის წარმოება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პოლიციას შესაბამისი საჩივრით „სოფლის უხუცესი“ მიმართავს და ეჭვმიტანილის მშობლები ან შვილები წინააღმდეგნი არ არიან. პოლიციაში საჩივრის შეტანა ასევე შეუძლიათ ეჭვმიტანილის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს.


პარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი კრიმინალური კოდექსის მიღება აუცილებელი იყო, რადგან „სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები ისეთი ქცევისგან, რომელიც უფლის სწავლებას ეწინააღმდეგება“. კანონმდებლების თქმით, პროექტზე მუშაობის დროს მათ კონსულტაციები ყველა რელიგიის სასულიერო პირებთან გაიარეს.



უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონი სავარაუდოდ მილიონობით ინდონეზიელს შეეხება, რადგან ბოლო კვლევებით ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მოქალაქეთა 40%-ს აქვს.


ახალი კანონმდებლობით ასევე იკრძალება „საზოგადოებრივი ნორმების საწინააღმდეგო ქცევა“. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები გავრცელდება უცხოელებზეც.


ახალი კრიმინალური კოდექსით ქალებს ეკრძალებათ აბორტის გაკეთება, თუ ამის სამედიცინო საჭიროება არ დგას ან ქალი ძალადობის მსხვერპლი არ არის. სხვა შემთხვევაში აბორტი ოთხი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, პირებს ვინც კონტრაცეფციას უწევს რეკლამირებას, სოლიდურ ჯარიმებს დაუწესებენ.


1tv.ge


თეგები:
ინდონეზია



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up