ძლიერი წვიმის გამო, წყალდიდობასა და მეწყერს ინდოეთის 11 შტატში ებრძვიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სტიქიამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 868 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობამ რამდენიმე მილიონი ადამიანი დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა საავტომობილო გზები.