ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 57 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირებულთა მატების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, ინდოეთში ზედიზედ უკვე მესამე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 1 695 988შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 511 პაციენტი.
Imedinews