ინდოეთში  COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რუსულ ვაქცინას მიიღებენ

ინდოეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რუსულ ვაქცინას მიიღებენ

access_time2021-01-17 17:00:38

ინდოეთში დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა კორონავირუსის წინააღმდეგ - იმ ფონზე, როცა ძლიერდება იმუნიზაციის პროგრამების დაჩქარების ძალისხმევა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში. ინდოეთი კამპანიას იწყებს 30 მილიონი ექიმის, ექთნის და სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკების აცრით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა თითქმის 1,4 მილიარდ ადამიანს უტოლდება.

სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა რუსეთის მიერ წარმოებულ, Sputnik V ვაქცინას იღებს იმუნიზაციის პროგრამებისთვის. არგენტინამ ამ პრეპარატის მეორე პარტია 16 იანვარს მიიღო, რომლითაც იქ დეკემბერში დაწყებულ კამპანიას გააგრძელებენ და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს მეორე ინექციას გაუკეთებენ.

მიმდინარე კვირაში პარაგვაი გახდა რუსეთს გარეთ მერვე ქვეყანა, რომელმაც Sputnik V ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. სხვა ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ პრეპარატის სასწრაფო წესით გამოყენება დაუშვეს, არიან ბოლივია, ვენესუელა, ალჟირი და სერბია.

Sputnik V-ის ბრაზილიაში გამოყენების გეგმას 16 იანვარს სირთულე შეხვდა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ უარყო ფარმაცევტული კომპანიის მიერ შეტანილი დოკუმენტები, რომლითაც ამ პრეპარატის 10 მილიონი დოზის გამოყენება უნდა დაშვებულიყო. უწყების განცხადებით, კომპანიის მიმართვის დოკუმენტაციაში არ იყო ადეკვატურად ასახული პრეპარატის გამოცდის მესამე ფაზის შედეგი და, ამასთან, არსებობდა გარკვეული კითხვები პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებით.



Radiotavisupleba.ge

თეგები:
ინდოეთი Covid 19



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up